იანიჩარები – „ეპიზოდი”
XIV-XIX საუკუნეების თურქული ელიტარული ქვეითი დანაყოფის მებრძოლები – იანიჩარები, რომლებიც ოსმალეთის ძლევამოსილი იმპერიის ძირითად საბრძოლო ძალას წარმოადგენდნენ, სულთნის სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ და მის პირად მონებად იწოდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სულთან – მურად I-ის მიერ შექმნილი „ახალი ჯარების” ჯარისკაცებს, ანუ იანიჩარებს არ ჰქონდათ უფლება რაიმე საქმისათვის მოეკიდათ ხელი. მათ არ ჰყავდათ ოჯახები და ეკრძალებოდათ ქალებთან ურთიერთობის დამყარება. ისინი მთელ დროს სამხედრო ტექნიკის დახვეწასა და ყაზარმებში ატარებდნენ. გარდა ამისა, იანიჩარები მკაცრად იცავდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებსაც. დეზერტირობის ან ლაჩრობის შემთხვევაში დამნაშავე საკუთარი სიცოცხლით აგებდა პასუხს – მას სიკვდილით სჯიდნენ. ასეთ პირობებში თურქული ელიტური ქვეითი დანაყოფის მებრძოლების ერთადერთ სიხარულს – საჭმელი წარმოადგენდა. კერძის დამზადების პროცესი იანიჩარებში ღვთაბერივ რიტუალს უტოლდებოდა. მის მომზადებაში კი ოსმალო მებრძოლების მთელი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას ყოველგვარი წესების დაცვის თანხლებით. კერძებს იანიჩართა თითოეული პოლკი უზარმაზარ ქვაბში ამზადებდა. აღნიშნული ქვაბი კი, თავის მხრივ, მათთში სიწმინდესთან ასოცირდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, იანიჩარებისათვის თავიანთი კერძების უზარმაზარ ქვაბს ისეთივე დანიშნულება გააჩნდა, როგორი დანიშნულებაც გააჩნდა ევროპელთათვის დროშას. – (ავტორი გენია.ჯი)