„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ეჰ, რა ვიცით ღმერთმანი, თითქო ყველაფერს ჩვენ შეუგრძნობლად საქმობს ბედისწერაა თუ რაღაც ეშმაკი მალული ძალა, თორემ რა არის აბა, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი ჩვენი სურვილის გარეშე მიემართება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანის სარკე თვალია, და მერწმუნეთ, მრავალსაც მეტყველებს იგი შინაგანი ბუნებისას”.

* * *

„საკვირველია, ღმერთმანი. ნუთუ ცოლები მთელ აზრთა სიმახვილეს მარტო ეჭვიანობის სფეროში ავარჯიშებენ!..”

* * *

„ადამიანი რომ იმის ღირსი იყოს, რასაც შენატრის, მაშინ ეს ქვეყანა ერთი გონება მიუწვდომელი სამოთხის ტაძარი იქნებოდა”.

* * *

„ბრიყვ-თამამი ქალი სასირცხვო და მომაბეზრებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთო, რაც მომანიჭე, ის დამანებე. ამის მეტს აღარას გთხოვ”.

* * *

„თავის სოფელ-ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი სჯობია კაცისთვის”.

* * *

„რათ გვინდა ისეთი მიღწევა, რომლითაც ჩვენ წინ მთელი მთისოდენა სირცხვილი ისე აღიმართება, რომ თვალში გამოხედვის ნებას არ მოგვცემს. არ შეიძლება ამას ჭკუათმყოფელმა ბედნიერება უწოდოს და ჩვენ ხომ ბედნიერება გვინდა?”

* * *

„ბედის ქურას ნაძალადევად ცეცხლს ნუ ჩაუქრობთ და მერწმუნეთ, რომ იგი რკინას კიდევ გამოსჭედს”.

* * *

„უმეცრებაზე უარესი უნამუსობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება