ალექსანდრე ბლოკი – „ეპიზოდი”
რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, სახელოვანმა რუსმა პოეტმა და მწერალმა – ალექსანდრე ბლოკმა (1880-1921 წლები) ერთ-ერთი სანატორიუმში დასვენების ჟამს შეავსო ანკეტა, რომელშიაც მიუთითა, რომ ძალიან უყვარდა ნაყინი და ლუდი. (ავტორი გენია.ჯი) სინამდვილეში კი, „ვერცხლის საუკუნის” ყველაზე მთავარი პოეტის გატაცება ბევრად უფრო შორს მიდიოდა… კოკაინი, მორფი და ალკოჰოლი – აი სრული სია იმ გატაცებებისა, რითაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იყო დაკავებული ალექსანდრე ბლოკი. მისი თანამედროვე ავტორები გვამცნობენ, რომ ბლოკს საშინელი სიმთვრალე ჰქონდა. ალკოჰოლის ქვეშ მყოფი ხშირად კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე და შეშლილს ემსგავსებოდა. ტეხდა დებოშებს და იწვევდა სკანდალებს. ცნობილია ისიც, რომ ალექსანდრეს საყვარელ ვარიანტს ეგრეთ წოდებული – „ბალტიური კოქტეილი” წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ, სხვა არა იყო რა, თუ არა კოკაინისა და არაყის ნაზავი. – (ავტორი გენია.ჯი)