არქიფ კუინჯი – „ეპიზოდი”
„ფრინველთა რჩეული”. – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი მხატვარი – არქიფ კუინჯი (1842-1910 წლები). (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, პეიზაჟის დიდოსტატი ხელოვანი ფანატიკურად იყო შეყვარებული ფრინველებზე. იგი ნებისმიერ კომპანიაში ყოფნას ყოველთვის ჩიტების კომპანიაში ყოფნას ამჯობინებდა, რასაც მის ერთ-ერთ უცნაურ თვისებად მიიჩნევდნენ მხატვრის ბიოგრაფები. კუინჯის ძალიან უყვარდა სახლის სახურავზე ჯდომა და ფრინველებთან საუბარი. იგი ირწმუნებოდა, რომ ჩიტებს ადამიანებისაგან განსხვავებით, მისი ბევრად უფრო კარგად ესმოდათ. არქიფის მეზობლები ყოველდღიურად ხედავდნენ სახლის სახურავზე მყოფი მხატვარი თუ როგორ ესაუბრებოდა და კვებავდა მტრედებს, ბეღურებს, ყვავებსა და სხვა სახეობის ფრინველებს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფრინველების დასაპურებლად მხატვარი ყოველ დღე ყიდულობდა ორ ცალ ფრანგულ ფუნთუშას, ხოლო ყოველწლიურად კი ექვს ტომარა შვრიას. ყვავებს კუინჯი ხშირად ხორცითაც უმასპინძლდებოდა. მხატვარს, რაიმე მიზეზის გამო დასახიჩრებული ფრინველი მუდმივად სახლში მიჰყავდა და მზრუნველობას არ აკლებდა. ფეხზე დაყენების შემდგომ კი მათ კვლავაც დედა-ბუნებას უბრუნებდა. – (ავტორი გენია.ჯი)