პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”
„გედების ტბის” გენიალური ავტორის, რუსი კომპოზიტორისა და დირიჟორის – პეტრე ჩაიკოვსკის (1840-1893 წლები) ბიოგრაფები გადმოგვცემენ, რომ მაესტრო იპოქონდრიის მძიმე ფორმით იყო დაავადებული (ფსიქიური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება აკვიატებული იდეა რაიმე დაავადების არსებობის თაობაზე). (ავტორი გენია.ჯი) მის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას ყოველდღიური – სეირნობა წარმოადგენდა. თუმცა, ჩაიკოვსკის განსაზღვრული ჰქონდა ის, რომ დღის განმავლობაში ზუსტად 2 საათის განმავლობაში ესეირნა. იგი პათოლოგიურად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ერთი წუთიც კი რომ დაეკლო გასეირნებისათვის, იმავე წამს ავად გახდებოდა. პეტრე თავის ჯანმრთელობას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და ყოველთვის შიშით იყო შეპყრობილი, რაიმე ავადმყოფობა არ შეყროდა. როგორც კი რაიმე სიმპტომს აღმოაჩენდა, უმალვე მედიკოსებს მიაშურებდა. შედეგად, კომპოზიტორი ექიმების ძალიან ხშირი სტუმარი გახდა. ფსიქიატრი ჩაიკოვსკის არწმუნებდა, რომ მის ფიზიკურ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და ყოველივე ის, რაც მაესტროს აწუხებდა, მხოლოდ და მხოლოდ პეტრეს უჩვეულო ხასიათთან (ბუნებასთან) იყო დაკავშირებული. კომპოზიტორი ექიმებს არ უჯერებდა, რის გამოც ხშირად იცვლიდა პირად ექიმს. გარდა ამისა, ჩაიკოვსკის რეფლექსებიც სტანჯავდა. მაგალითად, იგი გამუდმებით ახდენდა საკუთარი საქციელის ანალიზს და თუ, რაიმე წარუმატებლობა შეხვდებოდა ცხოვრების გზაზე, თავისივე ხასიათის ნაკლს, ანუ საკუთარ თავსვე აბრალებდა. პეტრე ჩაიკოვსკი ხშირად განიკითხავდა თავს და მეგობრებისადმი მიწერილ ცნობილ წერილებში საკუთარ პერსონას – „უხამსად” და „ბოროტი ბუნების ადამიანად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)