მიხეილ ვრუბელი – „ეპიზოდი”
არტ-ნუვოს მიმდინარეობის ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა მხატვარმა - მიხეილ ვრუბელმა (1856-1901 წლები) მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვერ შეისწავლა თავისი ბიუჯეტის საზრიანი გაკონტროლება და ფულის რაციონალური ხარჯვა. (ავტორი გენია.ჯი) თვეების განმავლობაში ხელოვანი კაპიკებით ირჩენდა თავს და შესაბამისად, გასავალიც მინიმუმამდე ჰყავდა დაყვანილი. მაგრამ, როგორც კი იგი თავის რომელიმე ნამუშევარში ჰონორარს აიღებდა (და ვრუბელი ძალიან დიდ ჰონორარებს იღებდა), უმალვე ავიწყდებოდა განვლილი მძიმე დროება და შეეძლო, მთელი ჰონორარი ერთ ღამეში ქეიფსა და დროსტარებაში გაეფლანგა. ვრუბელის მეზობელი – კონსტანტინე კოროვინი იგონებდა, თუ როგორ გადაიხადა იმ პერიოდისათვის საკმაოდ დიდი თანხა – 20 მანეთი მხატვარმა სუნამოში და როგორ იშიმშილა ამის შემდეგ მან რამდენიმე კვირა. ერთხელ ვრუბელმა მის ერთ-ერთ ნამუშევარში ჰონორარის სახით 5 000 მანეთი მიიღო. ფულის მიღებისთანავე ხელოვანმა ერთ-ერთ სასტუმროში რესტორანი დაბრონა და მთელი დღე და ღამე ბოშების, ორკესტრისა და მსახიობების გარემოცვაში ძვირადღირებული შამპანურების სმის ფონზე მოილხინა. მხატვრის მიერ რესტორანში მოწყობილი წვეულება არა მხოლოდ მაღალი ფასით, არამედ უანრავი ადამიანის დასწრებითაც გამოირჩეოდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ვრუბელს იმ დღეს თავისი უზარმაზარი ჰონორარიც კი არ ეყო, რესტორანი რომ გაესტუმრებინა და ვალი აიღო. ვალი, რომლის გასასტუმრებლადაც მას დიდი ძალისხმევის გაღება უწევდა. მეორე ჯერზე მხატვარმა აღებული ჰონორარით ისეთი გრანდიოზული სეირნობა მოაწყო, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში ტილოს შესაძენი ფულის არ ქონის გამო სრულიად უქმად იყო. – (ავტორი გენია.ჯი)