ძველ რომაული სახანძრო სამსახური – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, „მარადიულ ქალაქ” – რომში პირველი სახანძრო სამსახური ჩამოყალიბებული იქნა სახელგანთქმული რომაელი პოლიტიკური მოღვაწისა და მხედართმთავრის – მარკუს ლიცინიუს კრასუსის მიერ ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, თანამედროვე სახანძრო სამსახურის წესდება ძველ რომაული ეპოქის ფასიანი სახანძრო სამსახურის წესდებისაგან კარდინალურად განსხვავებული იყო. მაგალითად: ხანძრის შემთხვევაში რომაელი მეხანძრეები ცეცხლის სტიქიის ადგილზე კი მიდიოდნენ მაგრამ, ხანძრის ჩაქრობას მანამ არ იწყებდნენ, სანამ ობიექტის მეპატრონეს პირადად სახანძრო რაზმის ხელმძღვანელი არ შეხვდებოდა. ობიქტის მეპატრონეს სახნძრო რაზმის მეთაური იმ თანხას უსახელებდა, რაც მას ხანძრის ჩაქრობისათვის უნდა გადაეხადა მეხანძრეებისათვის. თუკი ფასი მაღალი იყო და მის გადახდაზე ობიექტის მეპატრონე უარს იტყოდა, მაშინ მეხანძრეებიც უარს ამბობდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე და ისინი სხვა სეირის მაყურებელ ხალხთან ერთად გულგრილად იწყებდნენ თვალ-ყურის დევნებას მათ წინაშე განვითარებულ სტიქიურ მოვლენაზე. – (ავტორი გენია.ჯი)