ნაირა გელაშვილი – „გამარჯობათ, გოგო-ბიჭებო!”
„რა შეედრება გოგო-ბიჭების შეუპოვარ, ბედისწერულ მოუთმენლობას! აბა, ვინ შესძლებს ასე გაუხარდეს გაზაფხული! ასე ერთბაშად ისკუპოს მის ფერად სარკმელში! გამარჯობათ, გოგო-ბიჭებო, გაზაფხულის გზის გამკვალავნო! გფარავდეთ ბალახისა და ვარსკვლავის ძალა, და ყველა ძალა, რომელიც სიხარულს ქსოვს სიცოცხლის სხეულში. იქროლეთ უვნებლად დიდხანს, დიდხანს, ძალიან დიდხანს, ვიდრე ყვავილების სურნელებად გადაიქცევით, ვიდრე თქვენი საყვარელი სხეულების ნაღვლიანი სურნელი სასაფლაოს კვიპაროსებიდან თუ ჟასმინის თეთრი ყვავილებიდან გამოჰყვება გაზაფხულის ნიავს და ქვებზე მიხატული თქვენი თვალები – სასაფლაოს ვარსკვლავები – გამოაცილებენ მას ქალაქისაკენ, ნასესხები სიცოცხლის შემდეგ, რათა ფარული სინაზე დალიონ ნაზამთრალმა სულებმა და გამოუცნობი სევდა-ხარებით გალმობიერდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)