ჰერმან ვილჰელმ გერინგის შესახებ…

„ვინ არის ებრაელი და ვინ არა, ამას ვწყვეტ მე!” – რიხით ამბობდა ხოლმე თავის კარიერის პიკში მყოფი მესამე რაიხის რაიხსმარშალი - ჰერმან ვილჰელმ გერინგი (1893-1946 წლები). გერინგის, რომლის სინდისსაც თავისივე სიტყვით რომ ვთქვათ – ჰიტლერი წარმოადგენდა, მამული ბერლინის მახლობლად, პრუსიის ტბებსა და ბორცვებს შორის მდებარეობდა და სწორედ იქვე, პაწაწინა ქალაქ ებერსვალდის გვერდით შეისყიდა 1933 წელს მან ერთი ციდა სამონადირეო სახლი, რომელსაც შემდგომში – „კარინჰოლი” ეწოდა მისი პირველი მეუღლის სახელის საპატივცემულოდ. (ავტორი გენია.ჯი) ჰერმანის პირველი მეუღლე, დიდგვაროვანი შვედი ქალი – კარინ ფოკი 1931 წელს გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. მეუღლის ტრაგედიამ გერინგს თავზარი დასცა და იგი კვლავაც პირველ მსოფლიო ომში შეძენილ საშინელ ტრადიციას – ნარკოტიკების მოხმარებას დაუბრუნდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. განუზომლად გაიზარდა გერინგის ძალაუფლება და „კარინჰოლმაც” კარდინალურად იცვალა იერი. მას შემდეგ, რაც შვედეთში დაკრძალული კარინას საფლავზე ვანდალური აქტი იქნა განხორციელებული, ჰერმანმა საყვარელი მეუღლის ცხედარი „კარინჰოლში” გადაასვენა და იქვე დაკრძალა. გერინმა, რომელიც სათუთად ინახავდა მეუღლის ხსოვნას, მისი ნეშტი ორ მხრივ სვეტებიან სამლოცველოში მიაბარა მიწას. სამლოცველოში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ნათდებოდა, გერინგის გარდა ფეხის შედგმის უფლება არავი ჰქონდა. ამბობენ, რომ სამლოცველოში შესვლისას, სადღაც შორს, მაგიდაზე შემდგარი კარინის ბიუსტი ნელ-ნელა ტრიალს იწყებდაო. „კარინჰოლის” მამული თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა. მისი ტერიტორია მრავალ მილზე იყო გადაჭიმული. ახლო-მახლო ტყეებში ნადირობის მოყვარულმა გერინგმა მრავლად მოაშენა შვლები, ხოხბები და როჭოები. ამიტომაც უყვარდა დაღლილ-დაქანცულ გერინგს „კარინჰოლში” დასვენება დიპლომატებთან ერთად. ტყეში განფენილ მინდვრებს მხეცებისა და მონადირეების უამრავი ქანდაკება ამშვენებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დროს სამონადირეო ქოხი, ახლა უკვე ორსართულიან, ჩალისსახურავიან გერმანული სტილის მშვენიერ ნაგებობად იქცა, უშუელებელი ჰოლითა და ორი ფლიგელით. საძინებელი ოთახების კედლები დამშვენებული იყვნენ ისეთი გენიალური მხატვრების ტილოებით, როგორებიც გახლდნენ – ელ გრეკო, რუბენსი და რემბრანდტი. ეს ყველაფერი გერინგმა ებრაელი მოქალაქეებისაგან მიიღო „საჩუქრად”. „კარინჰოლში” ასევე განთავსებული იყო ასადგილიანი კინოდარბაზი, რკინიგზის მოქმედი მოდელი, ხოლო მის დარბაზებში ყოველთვის ტრიალებდა შემწვარი ხორცის მადისამღძვრელი სურნელი.

1945 წლის 20 აპრილს ჰერმან გერინგმა საბოლოოდ დატოვა „კარინჰოლი”, რომელიც თავის მხრივ, საავიაციო ბომბებს ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)

კარინ ფოკი

„კარინჰოლი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>