ალექსანდრე პუშკინი – „ეპიზოდი”
ხალხში, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენა გააჩნდა „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული – ალექსანდრე პუშკინის (1799-1839 წლები) ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ, ფართოდ იყო ხმა გავრცელებული, თითქოს იგი ერთი ფუთის, ანუ 16,38 კილოგრამი სიმძიმის მქონე ხელჯოხით დასეირნობდა ქუჩებში. (ავტორი გენია.ჯი) ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი მართლაც რომ ხშირად ატარებდა ხელჯოხს, როგორც ეს იმ პერიოდის მოდის ტენდენციაში იყო დამკვიდრებული და რამდენიმე ხელჯოხიც ჰქონდა, მათ შორის სპილოს ძვლისა და მოოქროვილი ვერცხლისგან დამზადებულიც, მაგრამ ერთი ფუთი სიმძიმის ხელჯოხი პუშკინს ნამდვილად არ ჰქონია. ცნობილია, რომ ალექსანდრეს ძალიან უყვარდა ბაღებსა და სკვერებში სეირნობა სპორტული აღჭურვილობით. ხალხი ამბობდა, რომ სეირნობის ჟამს იგი 16 კილოგრამიანი ხელჯოხით არა მხოლოდ გადაადგილდება, არამედ ვარჯიშობს კიდეცო. ის მძიმე ხელჯოხს ხან მაღლა სწევს, ხან სროულობს და ხანაც ორივე წინგაწვდილი ხელებით იკავებს რამდენიმე ხნის განმავლობაშიო. ხალხი არ ტყუოდა ნაწილობრივ არ ტყუოდა: დუელების „მოტრფიალე” პუშკინი, რომლის ერთ-ერთი ხელჯოხის წონაც 4 კილოგრამს შეადგენდა (იგი მაისური რკინისაგან იყო დამზადებული), იმ მოტივით იყენებდა სავარჯიშოდ მძიმე ხელჯოხს, რომ დუელში გასვლისას დამბაჩის დამიზნებისა და სროლის დროს ხელი რომ არ აჰკანკალებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
პუშკინის 4 კილოგრამიანი სავარჯიშო ხელჯოხი