სოპონა

დასავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე მაცხოვრებელ – იარუბას ეთნიკური ჯგუფის ხალხში დამკვიდრებული რელიგია ერთობ მდიდარია ღვთაებათა სიმრავლით. (ავტორი გენია.ჯი) ამ ხალხის რელიგია ადგილობრივ ტრადიციებსა და სულის უძველეს კონცეფციაზე იყო დამკვიდრებული. თანამედროვე ნიგერის, ტოგოსა და ბენინის ტერიტორიებზე მობინადრე იარუბას ხალხის რელიგიურ პანთეონში სხვა უამრავ ღვთაებებთან ერთად, ერთობ სპეციფიკური, „კეთრის ღვთაება” – „სოპონაც” მოიძევებოდა, რომელიც ცნობისათვის, მას შემდეგ დამკვიდრდა დასავლეთ აფრიკის აბორიგენ მოსახლეობაში, როგორც კი ევროპელებმა მონათვაჭრობის ამაზრზენი პრაქტიკა დანერგეს აფრიკის კონტინენტზე. გარდა ამისა, იარუბას ხალხის რელიგიურ პანთეონში სოპონას დამკვიდრებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ პერიოდში აფრიკის კონტინენტზე კეთრის საშინელი ეპიდემია იქნა გავრცელები. ქურუმებმა, რომლებიც სოპონას მსახურებაში ლევდნენ წუთისოფელს, ჩამოაყალიბეს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობისაგან მოითხოვდნენ საოჯახო ბიუჯეტიდან გაეღოთ თანხები (შემოწირულობა) კეთრის ღვთაების გულის მოსაგებად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩვენებითა და წყევლით ემუქრებოდნენ მათ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოჯახი უარს იტყოდა ნებაყოფლობითი შემოწირულობის გაღებაზე, მაშინ სოპონას მსახური ქურუმები მკვეთრ და თავხედურ მოქმედებებზე გადადიოდნენ. ისინი გვიან ღამით, ყველასათვის მოულოდნელად, სახლში მიუხტებოდნენ ხოლმე მრევლის ურჩ წევრს, საწოლში თავზე დაადგებოდნენ და ნაჭრით, რომელიც სპეციალურად იყო დამუშავებული კეთრით, თუკი საშუალება მიეცემოდათ, მასპინძელს მთელ სხეულს უზელდნენ, რათა იგი ამ გზით დაავადებულიყო და ბოლოს და ბოლოს იძულებული გამხდარიყო, შესაწირავი გაეღო. თუ მასპინძელი ამ ბნელი ძალის მსახურებს სახლში არ შეუშვებდა, მაშინ ქურუმები კეთრით გაჯერებულ ნაჭრებს ან კეთრით გარდაცვლილი ადამიანის საფლავიდან აღებულ მიწას უყრიდნენ უბედურ ადამიანებს სახლში ფანჯრებიდან.

XIX საუკუნეში აფრიკის კონტინენტზე ევროპელებმა კეთრის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიტანეს, რასაც თან ამ საშინელი ეპიდემიის შეწყვეტა მოჰყვა. შედეგად, დროთა განმავლობაში, სოპონას ღვთაებამ თავისი ძირითადი ფუნქცია დაკარგა და შესაბამისად, დავიწყებასაც მიეცა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>