ეკატერინე I – „ეპიზოდი”
საყოველთაო მოსაზრებით, რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შეუხედავ და უშნო გარეგნობის მქონე დედოფალს ამ უზარმაზარი იმპერიის პირველი ქალი მმართველი, დედოფალი – ეკატერინე I (1684-1727 წლები) წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) პეტრე I-ის რიგით მეორე მეუღლის თანამედროვეები შენიშნავდნენ, რომ ეკატერინე არც სიყმაწვილეში გამოირჩეოდა კარგი გარეგნობით. იგი დაბალი სიმაღლის მქონე ხორცსავსე ქალი გახლდათ, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ ელეგანტურობასა და გრაციოზულობას. გააჩნდა ქალისათვის არადამახასიათებელი, უხეში სიარული. და ეს ყველაფერი არ არის. ეკატერინე პირველს არა მხოლოდ მამაკაცისათვის დამახასიათებელი სახის ნაკვთები ჰქონდა, არამედ მამაკაცისათვის დამახასიათებელი თვისებებიც. შესანიშნავად ფლობდა ცხენით ჯირითის ხელოვნებას. რაც თავის მხრივ, ხელს უწყობდა ხშირად მოწყვეტოდა საქვეყნო საქმეებს და თავი საყვარელი გასართობით – ნადირობით შეექცია. ამიტომაც ახლდა იგი ხშირად პეტრე პირველს ნადირობის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)