სანკტ-პეტერბურგი – „ეპიზოდი”
პეტრე დიდის მიერ 1703 წელს დაარსებულ უნიკალური არქიტეტურის მქონე ქალაქ – სანკტ-პეტერბურგში, თავის დროზე უამრავმა სახელოვანმა ადამიანმა იცხოვრა, რის გამოც „პეტრეს ქალაქის” შესახებ დამკვიდრდა სტერეოტიპი, როგორც – „XVII-XX საუკუნეების რუსეთის კულტურული დედაქალაქისა”. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ამ უმშვენიერეს ქალაქში რუს ინტელექტუალთა მთელ პლეადებს მოუხდათ ცხოვრება და მოღვაწეობა. ისინი იქ ცხოვრობდნენ, იქვე მუშაობდნენ და იქვე ჰქმნიდნენ არა მხოლოდ რუსულ, არამედ მთელ მსოფლიო საკაცობრიო საგანძურს. და მაინც, უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე რუს ინტელექტუალთა უდიდესი ნაწილი სრულიადაც არ ყოფილა ადგილობრივი, სანკ-პეტერბურგელი მოქალაქე და ისინი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩასული. მაგალითად, გენიალური თედორე დოსტოევსკი, ისივე როგორც „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული ალექსანდრე პუშკინი – მოსკოვიდან; პირველი რუსული უნივერსიტეტის ფუძემდებელი – მიხეილ ლომონოსოვი – არხანგელსკის ოლქიდან; „მკვდარი სულებისა” და „რევიზორის” დიდებული ავტორი – ნიკოლოზ გოგოლი – პოლტავიდან; „ყველაზე ლამაზი რუსული ლექსების მთხზველად” წოდებული – ნიკოლოზ ნეკრასოვი – პოდოლსკიდან; „ვერცხლის საუკუნის” რუსული პოეზიის კლასიკოსი – ანა ახმატოვა – ოდესიდან; XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს პოეტად აღიარებული ოსიპ მანდელშტამი – ვარშავიდან და ასე შემდეგ. მცირე გამონაკლის წარმოადგენენ – „ლოლიტას” შემოქმედი – ვლადიმერ ნაბოკოვი, ალექსანდრე ბლოკი და ბორის სტრუგაცკი, რომლებიც ქვეყნიერებას სანკტ-პეტერბურგი მოევლინენ.
რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობას. თავისუფლად იყო შესაძლებელი დედამიწაზე აღმოგვეჩინა ათეულობით ისეთი ქალაქი, სადაც გაცილებით ღრმად ჰქონდა კულტურას ფესვები გადგმული, ვიდრე „პეტრეს ქალქში”. და მიუხედავად ამისა, სტერეოტიპი სანკტ-პეტერბურგის, როგორც „XVII-XX საუკუნეების რუსეთის კულტურული დედაქალაქისა”, მაინც არ დამსხვრეულა. – (ავტორი გენია.ჯი)