ისააკ ნიუტონის პირადი თვისებების შესახებ…
ამა წლის 4 იანვარს, ზუსტად 376 წელიწადი გავიდა „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” გენიალური ინგლისელი ავტორისა და კლასიკური ფიზიკის ფუძემდებლის – სერ ისააკ ნიუტონის (1642-1727 წლები) დაბადებიდან და მიუხედავად ამისა, მისი პიროვნების მიმართ ინტერესი არათუ განელდა, არამედ განუზმოლად გაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) ნიუტონის ბიოგრაფები ხაზს უსვამდნენ ისააკის უცნაურ და ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის ფრიად საკვირველ ხასიათს. მაგალითად, ამ ფიზიკის მეტრს რბილად რომ ვთქვათ, მუსიკა არ უყვარდა და შესაბამისად, არც არასოდეს ინტერესდებოდა მისით; არ უყვარდა მოგზაურობა, რაც გახლდათ კიდეც მიზეზი იმისა, რომ არასოდეს დაუტოვებია თავისი ქვეყნის საზღვრები; არ უყვარდა არც სახვითი ხელოვნება და არც თეატრი. ეს მით უფრო საკვირველია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვობაში ისააკი ძალიან კარგადაც ხატავდა და კარგ ლექსებსაც წერდა; აღიარებდა, რომ მეწაღეებს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე პოეტებსა და კომედიანტებს, რადგან მისი აზრით, პირველებს გაცილებით მეტი სარგებლობა მოჰქონდა საზოგადოებისათვის, ვიდრე ამ უკანასკნელთ; ფიზიკოსი არასოდეს ყოფილა იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული; განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ჯანმრთელობასა და კბილებს. ამბობენ, ნიუტონმა თავისი ჯანსაღი კბილები სრულყოფილად შეინარჩუნა სიცოცხლის ბოლომდეო; გააჩნდა შესანიშნავი მხედველობა და არასოდეს მოუხმარია სათვალეები; ნაკლებ ინტერეს გამოხატავდა სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. იმასაც კი ამტკიცებენ, ვაჟწულად დატოვა ამიერიო; გამოირჩეოდა გონებაფანტულობითა და გულმავიწყობით; (ავტორი გენია.ჯი) ფინანსურად შეძლებული ნიუტონი ყველას გულუხვად ხელს უმართავდა. განსაკუთრებით კი, მის ნათესავებსა და მოსწავლეებს (რომელთაგან შემდგომში ბევრი დიდი მეცნიერი გახდა); ამ მოკრძალებულმა კაცმა სრული მზრუნველობა აიღო თავისი გარდაცვლლილი დის – ანას შვილებზე; ფიცხი ბუნების გამო ხშირად შედიოდა ადამიანებთან კონფლიქტში (ერთხელ, თვით ინგლისის მეფეს – ჯეიმზ მეორესაც კი შებედა და წაეჩხუბა); გატაცებული იყო ალქიმიით, თუმცა არასოდეს გამოუქვეყნებია მის შესახებ დაწერილი არც ერთი ნაშრომი (სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ისააკის ვერცხლისწლით მოწამვლა, რომელმაც კინაღამ იმსხვერპლა კიდეც); როგორც გამოცდილი ექსპერიმენტატორი, ცდებს საკუთარ თავზე ატარებდა ხოლმე.
1705 წელს პრინცესა ანამ ისააკ ნიუტონს „რაინდის” ტიტული უბოძა. ამ მოვლენით, გენიალური ინგლისელი სწავლული იმ პირველ ადამიანად იქცა ისტორიაში, რომელსაც „რაინდის” საპატიო ტიტული მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის ებოძა და არა რომელიმე ბრძოლაში მიღწეული წარმატებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)