ელექტრომობილის ისტორიიდან…

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ელექტრომობილი გაცილებით ადრე გამოიგონა ადამიანმა, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე შიდა წვის ძრავა. პირველი ელექტრომობილი 1841 წელს იქნა შექმნილი და მას ურიკის მსგავსი ფორმა ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ინოვაციურ სატრანსპორტო საშუალებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასწყისში გაიზარდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი კომერციული სახის ავტორბოლაში, რომელიც როდ-აილენდის ქალაქ კრასტონში 1896 წელს იქნა გამართული, სწორედ რომ ელექტრომობილმა მოიპოვა გამარჯვება. რბოლის გამარჯვებული გახდა კომპანია – „Riker”-ის მიერ წარმოებული ელექტრომობილი, რომელმაც ხუთი სხვა მარკის ავტომობილი ჩამოიტოვა უკან. აქ საკვირველი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად საყურადღებო გარემოება: ხუთივე ავტომობილი ბენზინზე მომუშავე შიდა წვის ძრავით იყო აღჭურვილი.

რადგანაც ელექტრომობილი კარგი და მარტივი მოსახმარი იყო საექსპლოატაციოდ, მის მიმართ დიდი ინტერესი მანდილოსანმა-მძღოლებმა გამოიჩინეს, რომლებიც არც თუ ისე ბევრი იყვნენ იმ პერიოდში. ელექტრომობილი გარდა იმისა, რომ მყისიერად იქოქებოდა, უხმაუროდაც გადაადგილდებოდა. ელექტრომუხტი საშუალებას აძლევდა 40 – 60 კილომეტრი მანძილი დაეფარა. XX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ არ არსებობდა ბენზინის გასამართი სადგურები. თვით ბენზინი კი, რიგ ქვეყნებში აფთიაქებში იყიდებოდა. და ამ დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დიდ ქალაქში ექტროტრანსპორტის სადგურების მთელი ქსელი იყო ჩამოყალიბებული.

დროთა განმავლობაში ნავთობ პროდუქტებზე დამზადებულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებმა სრულიად ჩაანაცვლეს ელექტრომობილები, თუმცა დღეს ეკოლოგიური თვალსაზრისისა და სხვა რიგი მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კვლავაც აქტუალური გახდა ელექტრომობილების მოხმარების საკითხი. „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო”. – ბრძნულად უთქვამს თავის დროზე ჭკვიან ხალხს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>