შინაური ქათმების შესახებ…
დადგენილი ფაქტია, რომ ქათმისნაირთა რიგის შინაური ფრინველი - ქათამი, რომლის წინაპარსაც ბანკივური ქათამი წარმოადგენდა, პირველად ადამიანის მიერ მოშინაურებული იქნა ჩინეთსა და რიგ აზიურ ქვეყნებში. ეს პროცესი, რომელიც ერთდროულად განვითარდა ჩინეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებში, რვა ათასი წლის წინათ დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სწორედ ქათმები იყვნენ ის ფრინველები, რომლებიც ადამიანმა ამ ხერხემლიან ცხოველთა კლასის წარმომადგენელთაგან პირველი მოაშინაურა და გამოზარდა. სწავლულებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ქათამთა წინაპარი – ბანკივური ქათამი ეგრეთ წოდებულ „ჯუნგლების ქათამს” წარმოადგენდა და იგი დღევანდელი ქათმისაგან განსხვავებით, დიდი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ბანკივურ ქათამს იშვიათად, თუმცა, მაინც ახასიათებდა აგრესიული ქმედებებიც. ადამიანებმა ქათმისნაირთა რიგის უამრავი სახეობიდან არჩევანი „ჯუნგლების ქათამზე” შეაჩერა, რადგან მისი გაწვრთნა და მოშინაურება არააგრესიული ხასიათის გამო, გაცილებით იოლი იყო. თავდაპირველად ქათმების მოშინაურების მიზეზი მათი საკვებად გამოყენება არ ყოფილა. ისინი ადამიანებს სპორტული ორთაბრძოლებისათვის სჭირდებოდათ. ეს გასართობი კი, მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ თავშესაქცევს წარმოადგენდა მათთვის. საუკუნეების გასვლასთან ერთად „ჯუნგლების ქათამმა” გენეტიკური ცვლილებები განიცადა, რამაც მას საშუალება მისცა ადამიანის გვერდით მშვიდ გარემოში თანაეცხოვრა. ჩინეთიდან მოშინაურებული ქათამი გავრცელებული იქნა ინდოეთსა და ირანში. სპეციალისტების მტკიცებით, შინაური ქათამი ევროპაში ქსტიანობის პოპულაციასთან ერთად გამოჩნდაო. სტატისტიკოსებმა 2003 წელს გვაუწყეს, რომ დედამიწაზე სულ 24 მილიარდი შინაური ქათამი ბინადრობდა. (ავტორი გენია.ჯი)
ბანკივური ქათმები