იცით თუ არა, რომ?!
1. დანიის სამეფოს შემადგელობაში, გარდა თავად დანიისა, გრენლანდია და ფარერის კუნძულებიც შედიან, თუმცა იმავე დანიისაგან განსხვავებით, არც გრენლანდია და არც ფარერის კუნძულები ევროკავშირში გაწევრიანებული არ არიან. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სიტყვა – „nervus”- ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს, როგორც – ნერვებს, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებს (ამიტომაც იტყვიან ხოლმე -„ნერვებზე თამაშობსო”, ან კიდევ – „ნერვები სიმებივით აქვს დაჭიმულიო”).
* * *
3. რძის გამოყენება უხილავ მელნადაც არის შესაძლებელი: რძით დაწერილი უხილავი ტექსტი ქაღალდის გახურებისთანავე ჩნდება მის ზედაპირზე. ამ უჩვეულო მეთოდს ხშირად მიმართავდა კონსპირაციისათვის თავის დროზე ლენინი.
* * *
4. დედამიწაზე სულ ორიოდე ისეთი სახელმწიფო არსებობს, რომელთაც ოფიციალური დედაქალაქი არ გააჩნიათ: ნაურუ და შვეიცარია (ცნობისათვის, შვეიცარიის დე-ფატო დედაქალაქად – ბერნს ასახელებენ).
* * *
5. დღემდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი სუპის რეცეპტის (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე) უმთავრეს ინგრედიენტს – ბეჰემოტის ხორცი წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ბედნიერების საერთაშორისო დღე 2012 წლის შემდგომ ყოველი წლის 20 მარტს აღინიშნება.
* * *
7. სპილოს ხორთუმში 7,5 ლიტრამდე წყალი ეტევა.
* * *
8. ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე დაბალი პულსი გულისცემისა (5-10 დარტყმა წუთში) – ლურჯ ვეშაპს გააჩნია.
* * *
9. 2004 წლის 13 ოქტომბერს, ვენესუელაში, გამძვინვარებულმა ადგილობრივებმა სახელგანთქმული ევროპელი მეზღვაურის – ქრისტეფორე კოლუმბის დიდი ძეგლი დაამხეს. ასეთი დაუნდობელი განაჩენი გამოუტანა საუკუნეების შემედგ ამერიკის ერთ-ერთმა მკვიდრმა მოსახლეობამ დიდ ევროპელ ზღვაოსანსა და მკვლევარს.
* * *
10. ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეებში მოღვაწე გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – დემოკრიტემ ჯერ კიდევ ოცდახუთი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ნივთიერებათა ატომური აგებულება. და იწინასწარმეტყველა მანამ, ვიდრე ამას ცდის მეშვეობით, ემპირიულად დაასაბუთებდნენ ბუნებისმეტყველი მეცნიერები. დემოკრიტეს ამისათვის ერთადერთი იარაღი – ლოგიკა გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)