სპარტას მმართველობის ფორმა
„არ ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე – ამაზე ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა უკვე იზრუნეს. ვიფიქროთ ხვალინდელზე, რათა ჩვენმა შვილებმა სამარადჟამოდ არ შეგვაჩვენონ”. – ეს გახლდათ უმთავრესი დევიზი ლეგენდად ქცეული ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტის ლეგენდადვე ქცეული მოსახლეობისა. (ავტორი გენია.ჯი) „ – ეს, სპარტაა!” – ამ ამაყი და ქედმაღალი სიტყვით ხვდებოდა მტრად თუ სამოყვროდ სპარტაში ჩასულ უცხოელ ელჩებს ლიკურგეს კანონმდებლობით მაცხოვრებელი ხალხის ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელსაც სათავეში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით – ორი მეფე ედგა. ლაკედემონელთა ორ სამეფო ტახტზე მუდმივად ორი გვარის – ევრიპონტიდებისა და აგიადების დინასტიის წარმომადგენლები იჯდნენ. თითოეული მეფის მმართველობის ვადა 8 წლით განისაზღვრებოდა და ისინი მოკლებულნი იყვნენ აბსოლუტურ ძალაუფლებას. განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური გავლენით გამოირჩეოდა „გერუსიად” წოდებული უხუცესთა საბჭო, რომელიც თავის მხრივ 30 წევრისაგან იყო დაკომპლექტებული. ორ მათგანს სპარტის მეფეები წარმოადგენდნენ, ხოლო დანარჩენი 28 მათგანი კი, 60 წელიწადს მიღწეული სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეები იყვნენ. „გერუსიის”გავლენიან წევრებს, რომელთაც – „გერონტებად” მოიხსენიებდნენ, უვადოდ ირჩევდნენ. გარდა „გერუსიისა”, სპარტაში რიგ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრიც საკითხებს წყვეტდა – „აპელად” წოდებული სახალხო კრებაც, რომელშიაც ყველა ის სპარტელი მამაკაცი ირიცხებოდა, რომელთაც 30 წელიწადს უწიეს.
ლაკედემონელთა სასამართლო სისტემას სათავეში ეფორები ედგნენ. მეფეების შემდგომ ისინი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოხელეები იყვნენ. მათ, „გერონტების” მსგავსად, სპარტაში უვადოდ ირჩევდნენ და მათი რაოდენობა ხუთს არ აღემატებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ძალიან დიდი ძალაუფლება გააჩნდა – „ნავარქს”, ანუ სპარტის ფლოტის ადმირალს. საომარი მდგომარეობის დროს ერთი მეფე ბრძოლაში მიდიოდა, მეორე კი სპარტაშივე რჩებოდა. ამ გზით სპარტელები თავს უმეფობისაგან იზღვევდნენ. გარდა მეფისა, ბრძოლაში მიდიოდა ეფორებიც. თუმცა, მხოლოდ ორი მათგანი. სამი კი, იმ ერთი მეფის მსგავსად, სპარტაში აგრძელებდა მოღვაწეობას. სპრატელი მონარქები ბრძოლებში მონაწილე „ნავარქებს” – „არქაგეტებად” მოიხსენიებდა. მათ უფლება გააჩნდათ დიდი წილი აეღოთ ბრძოლაში მოპოვებული ნაალაფარიდან. გარდა ამისა, ყოველგვარი ნებართვების აღების გარეშე გააჩნდათ უფლება შეწყალებინათ ან სიკვდილით დაესაჯათ ვინმე. ჰეგემონია კი, რომელსაც საგარეო ვექტორზე ფლობდა სპარტა, სრულად იყო დამოკიდებული მის სამხედრო ძლიერებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)