სოფოკლეს შესახებ…
„მას ისევე უყვარდა ვაჟები, როგორც ევრიპიდეს უყვარდა ქალებიო”. – ასეთი ამორალური სახის მქონე ჩანაწერი გააკეთა გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის, ევრიპიდესა და ესქილეს „თანატოლი” ტრაგიკოსის – სოფოკლეს (ძვ.წ.აღ-ით 496-406 წელბი) შესახებ ცნობილმა ძველ ბერძენმა მწერალმა – ათინაიოსმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში – „ბრძენთა ნადიმი”. (ავტორი გენია.ჯი) კაცს, რომელსაც მთელი 50 წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ ათენელები საუკეთესო ბერძენ დრამატურგად და პოეტად, ათინაიოსმა სოდომიაში დასდო ბრალი. ამ ამაზრზენი ფაქტის არც დამადასტურებელი და არც უარსაყოფი დოკუმნეტი არ მოიპოვება ბუნებაში, თუმცა-კი დადასტურებულია, რომ 123 პიესის ავტორის პირველ მეუღლეს წარმოადგენდა ქალი, სახელად – ნიკოსტრატი, რომელთან თანაცხოვრებაშიაც მას შეეძინა ვაჟი – იოფონტე. იოფონტე შემდგომში მამის კვალს გაჰყვა და დრამატურგად ჩამოყალიბდა. მეორე ჯერზე სოფოკლემ – თეორიდე სიკიონელზე იქორწინა. პირველი ქორწინების მსგავსად, დრამატურგს მეორე ქორწინებაშიც ერთი ვაჟი – არისტონე გაუჩნდა. ცნობილია ისიც, რომ სოფოკლემ დიონისესადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში გამართული 30 ლიტერატურული შეჯიბრიდან 18 მოიგო. გარდა ამისა, მას მოგებული ჰქონდა 6 სხვა ლიტერატურული კონკურსიც. იგი რამდენჯერმე კი დამრცხდა ლიტერატურულ კონკურსებში, თუმცა მეორე ადგილზე დაბლა მაინც არასოდეს დაშვებულა. სოფოკლეს მრავალი ქვეყნის მბრძანებელი ეპატიჟებოდა თავის ქვეყანაში, რათა თავისი უკვდავი პიესები მათთვის დაედგა, თუმცა იმავე ესქილესა და ევრიპიდესაგან განსხვავებით, მას არც ერთი მაცდუნებელი წინადადება არ მიუღია.„ იგი თავისი ხალხისთვის წერდაო”, – შენიშნავდა ერთი ავტორი და ეს მართლაც რომ ასე იყო: სოფოკლესათვის ყველაზე ძვირფასი თანამოქალაქეების აპლოდისმენტები იყო, რომელსაც არას დიდებით არ იშურებდა ათენელები.
ძვ.წ.აღ-ით 406 წელს, 90 წლის ასაკში მყოფი ბერძენი დრამატურგი გარდაიცვალა. მისი ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ სამი ფრიად უცნაური ვერსიაა გავრცელებული. პირველი ვერსიის თანახმად, რომელსაც ძველ ბერძენი მწერალი – ისტროსი ადასტურებს, სოფოკლე ყურძნის კაკალმა დაახრჩო; მეორე, გამოჩენილი ძველ ბერძენი ისტორიკოსის – ნეანფეს ვერსიით, პუბლიკის წინაშე წარდგარმა და როლებში შეჭრილმა დრამატურგმა „ანტიგონედან” ერთ-ერთი გრძელი ფრაზის წაკითხვის დროს ფილტვებში ჰაერის საჭირო მარაგი ვერ გათვალა და გაიგუდა. ხოლო მესამე ვერსია კი გვამცნობს, რომ სოფოკლეს გარდაცვალების მიზეზი ლიტერატურულ ასპარეზზე მის მორიგ გამარჯვებას უკავშირდებოდა: გამარჯვების სიხარულს გულმა ვეღარ გაუძლო და იგი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)