„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ამ ქვეყნად ყოველგვარი კაცი მოიპოვება – ადამიანი, არაადამიანი და ზეადამიანი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაი გულკეთილ ერებს!”
* * *
„მე არ შემიძლია ხმის მიცემა, როდესაც დანას მიღერებენ”.
* * *
„ასე იცის ზოგმა, – იღწვის, მიიწევს მწვერვალისკენ და შუა გზაში კი გაჩერდება”.
* * *
„ორი ფერდობი აქვს რევოლუციას, აღმართი და დაღმართი, და ამ ფერდობებზე სართულებად დაწყობილს მიეზიდება ყველა არეს, ყინულიდან აყვავებულ წალკოტამდე. ყოველი სარტყელი ამ ფერდობისა ქმნის თავისი ჰავის შესაფერ მოღვაწეებს, ზოგს იმისთანას, რომელიც მზეშია ცოცხალი, და ზოგს იმისთანას, რომელიც ჭექა-ქუხილში არის ცოცხალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან თვით ცხოვრების მიმდინარეობამაც იცის გაცოფება”.
* * *
„მოვლენები ბრძანებენ, ადამიანი ხელს აწერს”.
* * *
„შედეგის მიხედვით რომ მოღვაწენი ვლანძღოთ, ან ვადიდოთ, იგივე იქნება, ჯამის მიხედვით რომ ციფრებს დავუწყოთ ლანძღვა და ქება”.
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც ნაბიჯი კი აქვთ დიდი, მაგრამ სავალი აქვთ ვიწრო”.
* * *
„რამაც უნდა გაიაროს, გაივლის”. – (ავტორი გენია.ჯი)