ქოქოსის პალმის შესახებ…
„ზარმაცების ხე”. – ასე მოიხსენიებდნენ ტროპიკულ სარტყელში მზარდ უგემრიელესი ნაყოფის მქონე მრავალწლოვან მარადმწვანე მცენარეს – ქოქოსის პალმას XIX საუკუნეში ევროპელი კათოლიკე მისიონერები. (ავტორი გენია.ჯი) მზე, ქვიშა და ოკეანისა თუ ზღვის მლაშე (მარილიანი) წყალი – აი, რა უყვარს ამ უნიკალურ მცენარეს, რომლის სამშობლოდაც სპეციალისტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ – მალაიზიას ასახელებენ (ცნობისათვის, მალაიზიის ეროვნულ დევიზს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დევიზის მსგავსად, „ძალა ერთობაშია” წარმოადგენს). სულ ბუნებაში 1 300-მდე სახეობის ქოქოსის პალმა გვხვდება. ქოქოსის პალმის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100 წელიწადს უტოლტება. თითოეული ზრდასრული ეგზემპლარი 450-მდე ქოქოსს ისხამს, რომელთაც შემდგომ უამრავი დანიშნულებისამებრ იყენებს მოსახლეობა. მაგალითად, აფრიკის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათთვის ქოქოსის გამოყენების 99 ვარიანტია ცნობილი. ისინი მისგან ამზადებენ როგორც სასმელებს, ასევე ღვინოს, ჯემებს, უქსუსის მჟავას, ლამპის გასანათებლად საჭირო საწვავს, საპონს, ჭურჭელს, ავეჯს, ადრეულ საუკუნეებში – აბჯარს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ქოქოსის პალმის ფოთლებისაგან მზადდება სალათები; ბოჭკოსაგან – ქაღალდი, თოკი და ტანისამოსი. ხოლო ნახერხისაგან საწერი მელნის მიღებაც არის შესაძლებელი. ქოქოსის პალმას – „სიცოცხლის ხესთან” ერთად, ასევე თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ – „ბუნებრივი მკვლელიც”, რადგან აღნიშნული მცენარიდან ჩამოვარდნილი მძიმე კაკლის მსხვერპლი წელიწადში საშუალოდ, 150 ადამიანი ხდება.
წყნარი ოკეანის სანაპიროზე მაცხოვრებელი რიგი ხალხებისა, „ზარმაცების ხეს” უდიდეს დანიშნულებას ანიჭებენ. მაგალითისათვის გეტყვით იმას, რომ ჩვილის ქვეყნად მოვლინებისთანავე ისინი თავიანთ ეზოებში უცილობლად რგავენ ქოქოსის პალმას, რომლის ზრდის მიხედვითაც განსზაღვრავენ შემდგომში პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობას. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც მედიკოსთა განკარგულებაში IV ჯგუფის სისხლის არასაკმარისი რაოდენობის გამო, პაციენტებს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – ქოქოსის რძეს უსხამდნენ. ქრისტიანთა წმინდა წიგნში – ბიბლიაში ნათქვამია, რომ ყოველმა ადამიანმა თავისი ლუკმა შრომისა და ოფლისღვრის შედეგად უნდა მოიპოვოს. XIX საუკუნეში აფრიკის კონტინენტზე მოღვაწე კათოლიკე მისიონერები კი, თავის მხრივ, შიშობდნენ, რომ შესაძლებელი იყო უშრომელი გზით მოპოვებულ ლუკმას გაზარმაცებულ აბორიგენ მოსახლეობაზე დამღუპველად ემოქმედა. ამიტომაც გახადა იძულებული კოლონიზატორებმა ადგილობრივები – მასიურად მოეჭრათ და გაენადგურებინათ ეს უნიკალური ტროპიკული მცენარეები. საბედნიეროდ, ქოქოსის პალმის სრულ განადგურებამდე საქმე არ მისულა. – (ავტორი გენია.ჯი)