ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
ბევრ სახელოვან ადამიანს პირადი ჰიგიენის მიმართ ძალიან გულგრილი და ხშირ შემთხვევაში, აგდებული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა. მაგალითად, გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები) თითქმის არასოდეს იღებდა აბაზანებს, რის გამოც იმდენად საშინელი სუნი ასდიოდა ხოლმე, რომ მასთან მყოფი ადამიანები ცხვირზე ხელსაც კი იფარებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, იგი ძალიან იშვიათად რეცხდა ტანისამოსსაც. თავად ლუდვიგი ამბობდა, რომ აბაზანების მიღებაზე უარი განპირობებული იყო შიშით, რომელიც დაკავშირებული გახლდათ მოწამვლასთან. „დიახ, მე არანაირი პარანოია არა მაქვსო”, – ამბობდა „ვენის კლასიკური სკოლის” უკანასკნელი წარმომადგენელი მეგობრებში, რომელიც შიშობდა, რომ აბაზანების მიღების შემთხვევაში იგი შესაძლოა მოეწამლა ტყვიის ქიმიურ ელემენტს, რომლისგანაც იმ პერიოდში დამზადებული იყო წყლის სადინარი მილები. ბეთჰოვენის ერთგულმა მეგობრებმა იცოდნენ-რა ზემოაღნიშნული გარემოება, ისინი ხშირად იპარებოდნენ დაძინებული კომპოზიტორის სახლში ჩუმად და საგულდაგულოდ ურეცხავდნენ მაესტროს ტანისამოსს. – (ავტორი გენია.ჯი)