სემიუელ მორზე – „ეპიზოდი”
„მორზეს ანბანისა” და „მორზეს აპარატად” წოდებული ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფის ამერიკელი გამომგონებლის – სემიუელ ფინლი ბლიზ მორზეს (1791-1872 წლები) პოლიტიკური კარიერა მისივე არამართებული მსოფლმხედველობის გამო ერთობ წარუმატებლად იქნა დასრულებული. (ავტორი გენია.ჯი) ნიუ-იორკის დიზაინის ეროვნული აკადემიის პირველი პრეზიდენტი განსაკუთრებულ სიძულვილს გამოხატავდა აშშ-ი დამკვიდრებული ემიგრანტების მიმართ. იმ ადრეულ სტატიებში, სადაც მორზე „ბრუტუსის” ფსევდონიმით აქვეყნებდა სტატიებს, ეწერა, რომ ირლანიელმა და იტალიელმა ემიგრანტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ და მხოლოდ უმეცრება და კათოლიციზმი შეიტანეს. ბიოგრაფების ცნობით, სემიუელის რადიკალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა მრავალი ადამიანი განაცვიფრა და მის მიმართ ნეგატიურად განაწყო. 1836 წელს ნატივისტების პარტიამ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატად – სემიუელ მორზე დაასახელა. არჩევნებზე მან კანდიდატებს შორის ბოლო ადგილი დაიკავა. არჩევნებზე დაფიქსირებულმა შედეგმა სემიუელს მიაღებინა პოლიტიკიდან წასვლის საბოლოო გადაწყვეტილება. სწორედ ამის შემდგომ ჩაება იგი აქტიურად სამუშაო პროცესში. კათოლიციზმისა და ემიგრანტების დაუძინებელმა მტერმა პოლიტიკურ არენაზე მარცხი კი განიცადა, მაგრამ, სამაგიეროდ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებლის სახელი დაიგდო. – (ავტორი გენია.ჯი)