ჟორჟ სიმენონი წერდა…
„იცით თუ არა, თქვენ, რომ არის ჭეშმარიტება, რომელიც არა მარტო ხალხის, არამედ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელთა მხედველობის მიღმა რჩება. მე ეს ყოველთვის მაღელვებდა, როცა კი სახელგანთქმულ პოლიტიკურ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს ვკითხულობდი. ჩვეულებრივ ლაპარაკობენ მათ დაინტერესებულობაზე, სიამაყეზე ან ხელისუფლებისადმი დაუცხრომელ სწრაფვაზე და ამავე დროს მხედველობიდან უშვებენ ან არ სურთ გაიგონ, რომ გარკვეული მომენტიდან დაწყებული, როცა სახელმწიფო მოღვაწის წარმატებითი კარიერა განსაზღვრულ წერტილს მიაღწევს, ის უკვე აღარ ეკუთვნის თავის თავს და როგორღაც სახელმწიფოს მექანიზმის ტყვე ხდება. ან თუ გნებავთ, ასე ვთქვათ: პოლიტიკური მოღვაწის ყველაზე უფრო პასუხსაგებ პოსტებზე დაწინაურებისას დგება მომენტი, როდესაც მისი პირადი ინტერესები და პატივმოყვარეობა სავსებით ემთხვევა სამშობლოს ინტერესებსა და მისწრაფებებს”. – (ავტორი გენია.ჯი)