„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„გალაკტიონის სტროფი, ქრისტეს ნათქვამია ნამდვილი: „ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ სისხლში გასვრილი მკვლელი ურთულესი ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად ზოგჯერ მაინც ნანობს დანაშაულს, განა მე, ვისაც არათუ კაცი მომიკლავს, არამედ იარაღიც კი არ მჭერია ხელში, გაცილებით მსუბუქი შინაგანი მდგომარეობით, როგორ შეიძლება არ ვნანობდე მის ჩადენილ მკვლელობას?”
* * *
„ადამიანს ერთადერთი, მარტივი რამ სჭირდება – ბედნიერება”.
* * *
„მგლის ყმუილის ფორმა აქვს მთვარეს”.
* * *
„კაცი უცხოა დედამიწაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გასახარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, იწერება გამორჩეული ნაწარმოებები, რომ ადამიანებში მაინც არსებობს სიკეთე (…) და ერთმანეთისთვის დაბადებული ქალები და კაცები მაინც პოულობენ ერთმანეთს”.
* * *
„ცხოვრება ძაფის დართვას ჰგავს: ძველ ძაფს ახალი უნდა შეერიოს. სანამ კაცი საფლავში ჩავა, ის ტანისამოსი უნდა მოირგოს, რომელიც აქვს და ტანზე კარგად ადგას. თუმცა უნდა იცოდეს, როგორი ტანსაცმელია ეს, რომელი ნაწილები აქვს კარგად შენახული და რომელი გაცვეთია. ცხოვრებასაც ასეთი თვალით უნდა შეხედოს. მხოლოდ საკუთარს კი არა, იმ ერისა და საზოგადოებისასაც, რომელშიც მან ცხოვრება გაატარა”.
* * *
„ადამიანმა კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ დროთა განმავლობაში მტერი შესაძლოა მეგობრად იქცეს, მეგობარი კი მტრად”.
* * *
„ბედკრულია ის, ვინც სიჭაბუკეში გადააწყდება უიმედო სიყვარულის ძალაუფლებას! ბედკრულია ის, ვინც ეძლევა ტკბილ ოცნებებს და ვერ ხვდება, თუ საითკენ მიჰყავს ქიმერებს და დაჯილდოვდება თუ არა თანაზიარი გრძნობებით!”
* * *
„ვის შეუძლია თქვას: აი ეს მხიარულებაა, ეს კი – სევდა? სინამდვილე – მხოლოდ მოჩვენებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)