მარინა ცვეტაევა – „ეპიზოდი”

გენიალური რუსი პოეტი ქალი – მარინა ცვეტაევა (1892-1941 წლები) და ცნობილი რუსი პუბლიცისტი – სერგეი ეფრონი 1912 წელს დაქორწინდნენ. ქორწინებაში წყვილს ერთი ვაჟი – გიორგი და ორი ქალიშვილი – ადრიანა და ირინა გაუჩნდათ. ცვეტაევას ბიოგრაფები თავიანთ ნაშრომებში ხშირად მოიხსენიებენ გიორგისა და ადრიანას, თუმცა იშვიათად ამბობენ სიტყვას ირინაზე, რომელიც ქვეყნიერებას ერთობ სუსტი ჯანმრთელობით მოევლინა. (ავტორი გენია.ჯი) ქალიშვილის გამუდმებული ავადმყოფობა სასოწარკვეთილებაში აგდებდა მარინას, რასაც თან ერთვოდა უკიდურესი სიდუხჭირეც. ამას თან დაერთო პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი. ფრონტზე ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცად გაწვეული იქნა ცვეტაევას მეუღლე, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ცვეტაევას მდგომარეობა. მარტო დარჩენილი ქალი რამდენიმე ხანი უმკლავდებოდა პრობლემებს, თუმცა 1919 წელს, მორიგი დეპრესიის დროს, მარინამ ორივე ქალიშვილი, როგორც ობლები, ბავშვთა სახლში მიაბარა აღსაზრდელად. გოგონებს ბავშვთა სახლში საშინელ, აუტანელ პირობებში უწევდათ ცხოვრება, რაც შესანიშნავად იყო ცნობილი ცვეტაევასათვის. თუმცა, მარინა ამ სავალალო გარემოებას რატომღაც ძალიან გულგრილად ეკიდებოდა. სუსტი ჯანმრთელობის მქონე პატარა ირინა ისე გარდაიცვალა ბავშვთა სახლში, რომ მას დედასთან შეხვედრა და მისი სითბო აღარ ღირსებია. იგივე ბედს გაიზიარებდა ადრიანაც, მისი წაყვანა რომ არ მოესწრო ბავშვთა თავშესაფრიდან ცვეტაევას.

თავისი პატარა ქალიშვილის დაკრძალვას არ დასწრებია რუსი პოეტი ქალი. „ამაზრზენია? – წერდა იგი მოგვიანებით თავის დღიურში, – დიახ, გვერდიდან ასე მოჩანს. მაგრამ ღმერთმა, რომელიც ხედავს ჩემს გულს, იცის, რომ მე მასთან გამოსამშვიდობებლად გულგრილობის გამო კი არა, იმიტომ ვერ მივედი, რომ – ვერ შევძელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>