„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„როცა ხეს ხატავ, უნდა გრძნობდე, როგორ იზრდება ის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნამდვილად დიდი ის არის, ვის გვერდითაც ყველაფერი დიდად მოჩანს”…

* * *

„ადამიანის დასჯა და მისი სიცოცხლის ხელყოფა სხვადასხვა ცნებებია; ადამიანის სიცოცხლის ჩატევა სასამართლო კოდექსის რომელიმე მუხლში იგივეა, ჩაამწყვდიო ნიაგარის ჩანჩქერი კასრში”…

* * *

„კანონი ადამიანისათვის და არა ადამიანი კანონისათვის!”

* * *

„თანაგრძნობა პურზე უფრო მაღლა დგას და უფრო სანატრელია”.

* * *

„შეიფერო სიბერე – ეს ხელოვნებაა, რომელსაც ძალიან ცოტა ფლობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიყვარული არის რჯული!”

* * *

„გული მმართველობს!”

* * *

„ზოგჯერ მიზეზი უფრო შემზარავია, ვიდრე დანაშაული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში, სახრჩობელაზე მსხვერპლმა და ჯალათმა ადგილები უნდა გაცვალონ!”

* * *

„უმეცრებაზე უარესი უნამუსობაა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება