ერნესტ მილერ ჰემინგუეი & ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა ერთმანეთი პარიზში გაიცნეს. იმ პერიოდში ფიცჯერალდი სახელგანთქმულ ამერიკელ მწერალს წარმოადგენდა, ხოლო ჰემინგუეი კი ლიტერატურულ ასპარეზზე ახლადფეხშედგმული, ყველასათვის უცნობი პერსონა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ფიცჯერალდი ჰემინგუეის მსგავსად, ალკოჰოლური სასმელების მოყვარული იყო, თუმცა იმავე ჰემინგუეისაგან განსხვავებით, ძალიან ცუდი სიმთვრალით გამოირჩეოდა. გაცნობისთანავე სკოტმა ერნესტი ლიონში მიიწვია. ჰემინგუეი მიწვევას დათანხმდა. შეზარხოშებული ახალგაზრდები ლიონში ისეთი ავტომობილით გაემგზავრნენ, რომელსაც სახურავი არ ჰქონდა.  ქალაქ ლილის სიახლოვეს მათ საშინელმა წვიმამ მოუსწრო. ისინი დროგამოშვებით აჩერებდნენ თავიანთ ავტომობილს დიდი ხეების ქვეშ და სიცივეს ღვინის სმით „ებრძოდნენ”.

წლების გასვლასთან ერთად ჰემინგუეისა და ფიცჯერალდის მეგობრობა უფრო და უფრო მყარდებოდა. ისინი ხშირად უკავშიდებოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ხელსაც უწყობდნენ ერთმანეთს „საჭირო” ადამიანების გაცნობაში.

ერთ მშვენიერ დღეს, საშინლად მთვრალი და დებოშის მოწყობის ხასითზე მყოფი სკოტი ერნესტს ეწვია ნაქირავებ ბინაში. სტუმარს მასპინძელი სახლში არ დაუხვდა. ფიცჯერალდმა იფიქრა, მეგობარმა კარი იმიტომ არ გამიღო, რომ – მთვრალი ვარო. ამით გაგულისებულმა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჰემინგუის სახლის კართან მოისაქმა, რაც თავის მხრივ, ერნესტის მეზობლებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას შემდეგ, რაც უკიდურესად შეურაცხყოფილ ჰემინგუეის ფიცჯერალდის მიერ ჩადენილი ამორალური ქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მან ისე დატოვა ნაქირავები ბინა და გაემგზავრა, რომ ყოფილი მეგობრისათვის თავისი შემდგომი მისამართი არ დაუტოვებია. ასე დასრულდა ალკოჰოლმა ჰემინგუეისა და ფიცჯერალდის, ორი უდიდესი ამერიკელი მწერლის მეგობრობა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>