„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ადამიანი ერთგვარი ბაგირია მაიმუნსა და ზეკაცს შორის. სახიფათოა ბოლომდე გაიარო ეს გზა, კიდევ უფრო სახიფათოა შუა გზაზე შეჩერდე. საშიშია განვლილ გზას მოხედო, საშიშია შეკრთე და შედგე”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ჩვენგანი მოვალეა სხვის წინაშე, ადამიანის წინაშე. არ შეიძლება იცხოვრო ანდაზით – შენ შენთვის, მე ჩემთვისო”.
* * *
„თუ ქალს რომელიმე მოდა არ უხდება, არ შვენის, არ შეეფერება, იგი არც უნდა აჰყვეს სხვას და ეს საკითხი ყველა ქალმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ეს მისი საქმეა, რა სიგრძის კაბას ან ქვედატანს ჩაიცვამს”.
* * *
„საზოგადოების ცხოვრების წესი ცალკეულ ადამიანთა ქცევის თავისებური ჯამია”.
* * *
„ჩვენს საუკუნესაც ჰყავს თავისი დონკიხოტები!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ იცის, უსამართლობით სააქაოს დამკარგავთ ეგებ ღმერთმა ნათელდამდგარი საიქიო მიანიჭოს”.
* * *
„ოო, რა მებრალვის ადამიანი მით, რომ მისი ცხოვრების მოწყობის ძალაუფლება მის გარეშეა. ასეთ გაჩენას რამდენად სჯობს, რომ არ გაჩნდეს კაცი”.
* * *
„განიარაღებულის ცემა ვერაფერი მძლეთა მძლეობაა”.
* * *
„ჭეშმარიტებაა. ბრძენიც და შტერიც ორნივ გრძნობის მორჩილი მოქარავნენი არიან”.
* * *
„მიწა იყავ და მიწადვე იქეც”. ნუთუ?.. ნუთუ უკვე სიცოცხლის გარშემო ამ ორი სიტყვით თავდება ყოველივე? ოო, ღმერთმა ნუ ქნას, თორემ სიცოცხლეს მაღალი აზრები დაუმდაბლდება, ადამიანის მოდგმა ცხოველურ მოუთმენლობაზე გადავა, ნადირის უკეთურებას აითვისებს და ცხოვრებაც სათნოებისა და სიბრალულის მიჯნას გასცდება და ოო, საშინელებავ. ეს ქვეყანა სატანურ ჯოჯოხეთად გარდაიქცევა!.. ოო, ღმერთო, ეგეოდენ ნუ გაურისხდები შენს გაჩენილ ქვეყანას”. – (ავტორი გენია.ჯი)