მუხრან მაჭავარიანი – „ძველთა ჩვენთა წესი”

უჩრდილებდათ მუხა,

ვერხვი, ბზა თუ ძეწნა,

ჩასცქეროდნენ მიწას,

თუ უმზერდნენ ზეცას,

თავგანწირვა ჰქონდათ

ძველებს ჩვენსას წესად,

ჩვეულებას სთვლიდნენ

რჯულზე უმტკიცესად.

* * *

ვცვლით როდესაც მიწას,

ვიპყრობთ როცა ზეცას, -

ძველთა ჩვენთა წესი

არ გვაწყენდა დღესაც.

კომენტარის დატოვება