დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ლეგენდად ქცეული დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთანებული სამეფოს დედოფალი – ვიქტორია, თავის პირად ექიმთან ერთად მარიხუანის სასწაულმოქმედ ძალაში ღრმად იყო დარწმუნებული, რის გამოც ხშირად მიირთმევდა კიდეც კანაფისაგან შეზავებულ ჩაის. განსაკუთრებით კი, კრიტიკულ დღეებში ტკივილების დასაამებლად. მარიხუანის არა, თუმცა თამბაქოს მიმართ ასეთივე დამოკიდებულება გააჩნდა რუსეთის იმპერატორ ქალს – ეკატერინე მეორეს. მისთვის ქვეშევრდომებს სანკტ-პეტერბურგის მახლობლად სპეციალურად მოჰყავდათ უმაღლესი ხარისხის თამბაქო. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ თამბაქოს ეკატერინე II მხოლოდ და მხოლოდ მარცხენა ხელის გამოყენებით ეწეოდა. დაასახელეთ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ხმარობდა მარჯვენა ხელს დედოფალი თამბაქოს მოსაწევად?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: იმიტომ, რომ მრავალრიცხოვან ქვეშევრდომებზე საამბოროდ გაწვდილ მარჯვენა ხელზე ნიკოტინის მყრალი სუნი არ ასვლოდა.