იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ინჟინერმა – არქიმედემ, დასმულ შეკითხვაზე, თუ ვინ იყო მისი ყველაზე ერთგული მეგობარი, შემდეგი პასუხი გასცა: „მათემატიკა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ზრდასრული ადამიანის გულის საშუალო წონა 250 გრამიდან 300 გრამამდე მერყეობს. ახალშობილის გულის მასა კი, მისი სრული წონის 0,8 პროცენტს შეადგენს და საშუალოდ, 22 გრამს იწონის.

* * *

3. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომის თვეებს – მარტი, აპრილი და მაისი წარმოადგენენ.

* * *

4. თითოეულ საჯაროდ წარმოსათქმელ პოლიტიკურ სიტყვას, ლეგენდად ქცეული გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი პირადად წერდა ყოველგვარი მრჩევლების დახმარების გარეშე.

* * *

5. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ჟამს მიწასთან გასწორებული ბასტილიის ციხე-სიმაგრე თავის დროზე ტყვიის ლითონის სახურავით იყო გადახურული. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. გენიალურმა შოტლანდიელმა პროზაიკოსმა, პოეტმა და ისტორიკოსმა – სერ უოლტერ სკოტმა, თავისი 30 წლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში 28 რომანი და  9 პოემა დაწერა.

* * *

7. ისევე, როგორც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ჩვენი მზის სისტემაც ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო 220-240 კილომეტრ-წამის სისწრაფით.

* * *

8. XVIII-XIX საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში – ალუმინი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე ოქრო და ვერცხლი.

* * *

9. წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში განთავსებულ ბერინგის ზღვაში – 402 სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს.

* * *

10. ერთ-ერთ ინტერვიუში გამოჩენილმა ამერიკელმა მწერალმა – ერნესტ ჰემინგუეიმ გულწრფელად აღიარა, რომ საშინლად სძულდა თავისი დედა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება