თემურლენგი – „ეპიზოდი”
„კოჭლ თემურად” წოდებულ საქართველოს დაუძინებელ მტერს, შუააზიელ მხედარმთავარს – თემურლენგს (1336-1405 წლები) საკუთარ თავზე ერთობ დიდი წარმოდგენა გააჩნდა. იგი მოქმედებდა პრინციპით: „ის, ვისაც თავისთავი არ მოსწონს, იგი სხვასაც არ მოეწონებაო” და არად დაგიდევდათ სხვა ბრძნულ შეგონებას: „თვის მოწონება კიტრად ღირსო”. (ავტორი გენია.ჯი) გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის – თაღარაის ძლევამოსილ ვაჟს ძალიან უყვარდა პოლემიკაში შესვლა სიბრძნით სახელმოხვეჭილ ბრწყინვალე სპარსელ პოეტთან – ხამიდთან. ერთხელ, თემურლენგმა ხამიდს ჰკითხა, რა ფასი აქვს ამა თუ იმ ადამიანსო.
„ – მე შენ 15 დინარად შეგაფასებდიო”, – არ მოერიდა თურმე პოეტი მრისხანე მხედარმთავარს.
„ – ჰო, მაგრამ ერთი ჩემი ქამარი ღირს თხუთმეტი დინარიო”. – წამოუძახია განცვიფრებულ „კოჭლ თემურს”, რაზეც ხამიდს მეტად მრავლისმეტყველად უპასუხია: „ – მე ქამრის ფასიც ვიგულისხმეო”. – (ავტორი გენია.ჯი)