შოთა ნიშნიანიძე – „ცეცხლი”

წაეკიდება ოდეს ცეცხლი ტყეს, ლერწმოვანებს, -

ზოგან გიზგიზებს, იფოფრება, ჭექით ხმოვანებს,

ზოგან სულს ღაფავს, ძლივსღა ბჟუტავს, არი, არც არი…

მისთვის უცხოა ნაღვერდალი, ღველფი, ნაცარი.

* * *

ცეცხლია მზეც და ატომგულიც, ვარსკვლავის სხივიც,

ცეცხლს აჩაღებენ ნეშომპალით, გამხმარი წივით.

ცეცხლი ცეცხლია, ზოგან მცირე, ზოგან დიდია,

საქმე ის არის, რას წვავს იგი, რას უკიდია.

კომენტარის დატოვება