შროშანი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ჩვენი პლანეტის ფლორის ერთ-ერთი უმშვენიერესი წარმომადგენელი მცენარის – შროშანის ყვავილი, საფრანგეთის სამეფო ძალაუფლების უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში და იგი გამოსახული იყო როგორც სახელმწიფო დროშასა და გერბზე, ასევე სამეფო სკიპტრასა და სხვა სახელმწიფო რეგალიებზე. (ავტორი გენია.ჯი) 1789-1799 წლებში საფრანგეთში განხორციელებული დიდი რევოლუციის შემდგომ პერიოდში, მონარქიის მოძულე ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ სხვა სამეფო სიმბოლოებთან ერთად უმკაცრესი ბრძოლა გამოუცხადა შროშანის გამოსახულებასაც. შედეგად, ეს მშვენიერი ყვავილი ამოღებული იქნა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო რეგალიიდან. იმისათვის, რომ საფრანგეთის რევოლუციურ მთავრობას მეფის ძალაუფლების აღმნიშვნელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს დაკნინება მოეხდინა, შროშანის გამოსახულების ამოშანთვა ჯალათებმა სხვადასხვა დანაშაულში მსაჯვრედულ პირებზე დაიწყეს მასიურად. – (ავტორი გენია.ჯი)