ფრიდრიხ შილერის ნააზრევი…

„კანონი აიძულებს ადამიანს, ვისაც შეეძლო არწივივით ეფრინა, ლოკოკინასავით იხოხოს. კანონს არ შეუქმნია არც ერთი დიდი ადამიანი. მხოლოდ თავისუფლება შობს გიგანტებსა და სულთა აღმაფრენას”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„აუცილებლობა შეუძლებელს შეგაძლებინებს”.

* * *

„სულმოკლეობა თავს დაბლა გახრევინებს”.

* * *

„არ შეიძლება კანონის დაცვა უკანონობით”.

* * *

„განა შეიძლება შური იძიო სიმართლისათვის, როცა დანაშაულს სჩადიხარ, ახალ, საშინელ უსამართლობას?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეუძლიათ თოკებით შემკრან, მაგრამ თავისუფლების შებოჭვა გაგონილა?”

* * *

„პატიოსანი სახელი მართლაც რომ ძვირფასი მონეტაა: თუ გონივრულად ატრიალებ, იქნებ კარგად გამდიდრდე კიდეც”.

* * *

„სინდისი დიდებული საფრთხობელაა ბეღურების დასაფრთხობად ალუბლის ხიდან…”

* * *

„წარუშლელად ცხოვრობს ჩვენში ბავშვობის შთაბეჭდილებანი…”

* * *

„მე მინდა პატივი ვცე ხელოვნებას, ოღონდ ერთი პირობით: დაამტკიცონ, რომ მშვენიერ ქანდაკებას უფრო დიდი ღირსება გააჩნია, ვიდრე მშვენიერ საქციელს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება