იცით თუ არა, რომ?!
1. ჩვეულებრივ ჰაერში – ნახშირორჟანგის შემადგენლობა დაახლოებით 0,03 პროცენტს შეადგენს, ესე იგი, ყოველ 100 კილოგრამ ჰაერში 30 გრამი ნახშირორჟანგია. ეს გაზი იმდენად შხამიანია, რომ თუ ჰაერში მისი რაოდენობა 0,2 პროცენტზე ავიდა, ადამიანი ცნობიერებას კარგავს, ხოლო მისი ერთი პროცენტის რაოდენობით არსებობა სავსებით წამლავს ადამიანებსა და ცხოველებს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ლეღვი სითბოს მომთხოვნი მცენარეა. მინუს 18-19 გრადუსზე მეტი ყინვის დროს იღუპება მცენარის მიწისზედა ნაწილი, ფესვები კი 35-40 გრადუს ყინვასაც უძლებს.
* * *
3. ყვავილს აქვს მდედრობითი ორგანო – ბუტკო და მამრობითი ორგანო – მტვრიანა. ზოგიერთ ყვავილს აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი ორგანოები, ანუ მტვრიანა და ბუტკო, ხოლო ზოგს ან მარტო ბუტკო ავს, ან მარტო მტვრიანა. თუ ყვავილს მტვრიანაც აქვს და ბუტკოც, ის ორსქესიანი, ხოლო თუ მარტო მტვრიანა ან მარტო ბუტკო აქვს – ერთსქესიანი.
* * *
4. ევკალიპტს დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ მალარიის წინააღმდეგ მოქმედ მცენარედ იმიტომ, რომ მისი გაშენების შედეგად შემჩნეული იყო მალარიის დაავადების მკვეთრად შემცირება. ვარაუდობდნენ, რომ ევკალიპტი თავისი სუნით დევნიდა კოღოებს. და მართლაც, ეს უნიკალური მცენარე კარგად მოქმედებს მალარიის წინააღმდეგ, ოღონდ არა სუნით, არამედ იმით, რომ ჭაობიან ადგილებს აშრობს და ამით კოღოებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.
* * *
5. ბამბუკი ზრდას დაახლოებით 30-45 დღეში ასრულებს, თუმცა მისი ღერო კარგად მხოლოდ 3 წლის შემდეგ მწიფდება და შესაბამისად, მისი მოჭრაც მხოლოდ 3 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ხურმის სამშობლო ჩრდილოეთ ჩინეთია, საიდანაც იგი იაპონიაში იქნა გავრცელებული, იაპონიიდან კი იგი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიტანეს, რის გამოც მას არასწორად – „იაპონური ხურმა” უწოდეს. სინამდვილეში „იაპონური ხურმა” ბუნებაში არ გვხვდება და მისი ნამდვილი სახელწოდებაა – „აღმოსავლური ხურმა”.
* * *
7. კარტოფილი ყველა კულტურულ მცენარეზე მაღლა – ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე ხარობს.
* * *
8. ლეღვის ჩირი, მასში დიდი რაოდენობის რკინისა და სპილენძის არსებობის გამო, ძლიერ სასარგებლოა სისხლნაკლებობისათვის. იგი ასევე უებარი საშუალებაა სასუნთქი ორგანოების დაავადებათა წინააღმდეგ სამკურნალოდ.
* * *
9. დედამიწაზე 300 000-ზე მეტი სახეობის მცენარეა, რომელთაგან ადამიანი მხოლოდ 23 ათასამდე სახეობის მცენარეს გამოიყენებს საკვებად.
* * *
10. სახელგანთქმულ ათენელ პოლიტიკურ მოღვაწეს, ორატორსა და სარდალს – პერიკლეს, მეტად წაგრძელებული და ტანთან შეუსაბამო თავი ჰქონდა, რის გამოც მას ატიკელი პოეტები – „სქინოკეფალოსს” ანუ – „ზღვის ხახვისთავას” ეძახდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)