დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
„ინგლისური პროზის მამად” და „პირველ დიდ ინგლისელ მოგზაურად” წოდებულმა სახელოვანმა ინგლისელმა მწერალმა და მოგზაურმა – ჯონ მანდევილმა (დაახლოებით 1300-1372 წლები) 1322 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით – „სერ ჯონ მანდევილის თავგადასავალი”, რომელშიაც ევროპელთათვის იმ პერიოდისათვის სრულიად უცნობი ერთ-ერთი მრავალწლოვანი კულტურული სახეობის მცენარე შემდეგი სახით აღწერა: „აფრიკაში იზრდება კვახის მსგავსი ნაყოფი. მომწიფებულ ნაყოფს შუაზე ჭრიან და შიგ ნახულობენ პატარა ცხოველს, რომელსაც აქვს ხორცი, ძვლები, სისხლი. ის მიაგავს პატარა ბატკანს და გარედან დაფარულია მატყლით. ჭამენ ერთსაც და მეორესაც – ნაყოფსაც და ცხოველსაც. ეს დიდი სასწაულია, ეს ნაყოფი მეც მიჭამია”. დაასახელეთ, რომელი სახეობის მცენარე აღწერა ეგზომ უცნაურად ჯონ მანდევილმა?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ბამბა.