ნიკოლოზ I – „ეპიზოდი”

პავლე პირველისა და მარია ვიურტემბერგელის რიგით მესამე ვაჟიშვილს, რუსეთის იმპერიის მომავალ იმპერატორს – ნიკოლოზ I რომანოვს (1796-1855 წლები) პატარაობაში მოსამსახურეების მთელი შტატი დასტრიალებდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) ეკატერინე II-ს შვილიშვილზე სათანადო მზრუნველობა ძიძას, 8 გადიას, 2 კამერდინერს, 2 „ღამის მორიგე” ქალს, გენერლის ჩინის მქონე აღმზრდელსა და კიდევ რამდენიმე მოსამსახურეს ჰქონდა მინდობილი. ყრმა ნიკოლოზს მომვლელები მდიდრული სასახლის დარბაზებში მოოქროვილი საბავშვო ეტლით დაასეირნებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. რუსეთის იმპერიის მომავალი გვირგვინოსნის თითოეული დღე სპეციალურ ჟურნალში აღიწერებოდა. ცნობილია ისიც, რომ მზრუნველებისაგან განსხვავებით, პატარა ნიკოლოზს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ მშობლები. მაგალითად, ნიკოლოზის დედა – მარია, საკუთარ ვაჟთან ვახშმის წინ – 9 : 00 საათზე შეივლიდა ხოლმე და მასთან ნახევარ საათზე მეტ დროს არ ატარებდა. თავად იმპერატორი – პავლე პირველი კი, თავის მცირეწლოვან შვილებს დილის ტუალეტის წინ ნახულობდა და ისიც ძალიან მცირე ხნით. ნიკოლოზის მშობლებისაგან განსხვავებით, შვილიშვილებს დიდ დროს უთმობდა და ერთობ ანებივრებდა ბებია – ეკატერინე II.

10 წლის ასაკში მყოფ ტახტის პატარა მემკვიდრეს გადიები და სხვა მასზედ მზრუნველი მოსამსახურეები საერთოდ ჩამოაცილეს. თუმცა, მის მთავარ აღმზრდელად დატოვებული იქნა გენერლის ჩინის მქონე თავადი – მატვეი ლამსდორფი, რომლის ცხოვრებისეულ დევიზსაც წარმოადგენდა: „დაიკავე და შეინარჩუნე”. მკაცრი დისციპლინის მოყვარული აღმზრდელი ნიკოლოზს დადგენილი წესების დარღვევისათვის არა მხოლოდ სახაზავით სცემდა, არამედ ამათრახებდა კიდეც. 12 წლის მოზარდ პრინცს – გენერლის ჩინი კი მიანიჭეს, თუმცა 1812 წელს გამართულ სამამულო ომში მონაწილეობის უფლება არ დართეს. სამაგიეროდ, მან მონაწილეობა მიიღო ევროპაში წარმოებულ ლაშქრობაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>