შოთა ნიშნიანიძე – „ფუტკარი”

შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი,

მაძიებელი ფიქრი კირკიტა.

გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი,

რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.

თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს,

მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,

იმაზე დიდი რა უნდა იყოს,

კაცს თაფლი მისცე,

ღმერთს კი – სანთელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>