პლატონი – „ეპიზოდი”
ორი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – პლატონისა და სოკრატეს მეგობრობას საფუძველი ძვ.წ.აღ-ით 408 წელს ჩაეყარა. დამეგობრებიდან რამდენიმე წელიწადში პლატონის უფროს მეგობარს მტრებმა ბრალი დასდეს მკრეხელობაში, რის გამოც მას მართლმსაჯულების წინაშე მოუხდა წარდგენა. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იმ პერიოდის ათენში მოქმედი კანონმდებლობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თავად ენიჭებოდა სასჯელის არჩევანის უფლება. სოკრატემ სასამართლოზე დიდებული სიტყვა წარმოთქვა და ჯარიმის სახით მართლმსაჯულებას – 1 მინის, ანუ 440 გრამი ვერცხლის გადახდა შესთავაზა. სასამართლოსთვის კარგად იყო ცნობილი სოკრატეს ფინანსური შესაძლებლობები. შესაბამისად, მოსამართლეებმა ისიც შესანიშნავად უწყოდნენ, რომ გენიოსი თანამოქალაქის სრული ავლადიდება – 5 მინათ იყო შეფასებული. ამიტომაც განარისხა ისინი გენიოსი თანამოქალაქის მიერ შეთავაზებულმა ჯარიმის თანხის სასაცილო რაოდენობამ. პლატონმა როგორც კი შეატყო მეგობრის საქმე ცუდად იყო, განაცხადა, რომ ჯარიმის სახით პირადად გადაიხდიდა 30 მინს, თუმცა უკვე გვიანი იყო – სოკრატეს ძველ ბერძნულმა მართლმსაჯულებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პლატონი სოკრატეს სხვა მეგობრების მსგავსად, ყველა საშუალებით ეცადა მოსამართლეები შეთავაზებულ წინადადებაზე დაეყოლიებინა, თუმცა მან არა მხოლოდ ვერ დაიყოლია ისინი, არამედ იმ დონეზეც მოაბეზრა მათ თავი თხოვნა-მუდარით, რომ იგი ათენიდანაც კი გააძევეს. მეგობრის სვე-ბედით სულშეძრული პლატონი სოკრატეს გასამართლების შემდეგ ავად გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)