ბოშები – „ეპიზოდი”
ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფის ხალხის – ბოშების ბორბლებზე შემდგარ ტრადიციულ სახლს, რომელიც თავის მხრივ, ცხენებშებმულ გადახურულ სატვირთო ოთხთვალა საზიდარს წარმოადგენდა – „ვარდო” ეწოდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მასში განთავსებული იყო კარადები, საწოლი, ღუმელი და სხვა მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე ნივთები. მიუხედავად ამისა, ბოშები, თუ მათ ამის საშუალებას ამინდი აძლევდათ, ძილს ეგრეთ წოდებულ – „ბანდერაში” ამჯობინებდნენ (კარვისა და ჩრდილოეთელი ხალხის – იურტის კომბინაცია). ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ბოშები მშობიარობასა და სიკვდილს მხოლოდ და მხოლოდ „ბანდერაში” ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან მათი მოსაზრებით, „ვარდო” არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინებასთან და არც ამიერიდან მის გასვლასთან. დღეისათვის, კოლექციონერები ათი ათასობით ამერიკულ დოლარს იხდიან ოდინდელი „ვარდო”-ების ხელში ჩასაგდებად. – (ავტორი გენია.ჯი)