ფრიდრიხ შილერის („გერმანელი შექსპირის”) ნააზრევი…
„ჯილდოდ რომ მომცე ამქვეყნიური ყველა გვირგვინი, ან დამემუქრო საშინელი ტანჯვა-წამებით, არ დაგთანხმდები, დავიჩოქო მე მოკვდავის წინ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამოვცადე, ნიჭი დუმს, თუ მას გარედან ბიძგი არ მიეცა…”
* * *
„გვიგვინის მოპოვება დიდებული საქმეა! მისი უკუგდება კი – ღვთაებრივი!”
* * *
„ჭეშმარიტი მეგობარი კვლავ შემარიგებს ადამიანთა მოდგმასთან”.
* * *
„ყველა ჩემი სურვილი ჩემს გულში მარხია…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ვწერ, როგორც სამყაროს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც არც ერთ თავადს არ ემსახურება…”
* * *
„იმას, რაც ერთხელ წუთმა წაგართვა, ვერ დაგიბრუნებს მარადისობა!”
* * *
„განსაკუთრებით სასიკეთოა დიდი ადამიანის არსებობა, რომელიც უჩვენებს, კიდევ რა შეუძლია ადამიანს”.
* * *
„თეატრის მესვეურნი და წიგნებით მოვაჭრენი ჩემი წყალობით გამდიდრდნენ, მე კი არაფერი გამაჩნია დაფნის გვირგვინისა და… ვალების გარდა!”
* * *
„თუ თქვენ შეგიძლიათ შეიყვაროთ ადამიანი, ვისაც გულით ბევრი ეწადა, მაგრამ მცირე მოიმოქმედა… ვინც სიყვარულისათვის საოცრად ბევრს ითხოვს და ჯერ არ იცის, შესწევს თუ არა საიმისო ძალა, სამაგიეროდ, საკუთარ თავზე მეტად შეუძლია სხვისი სიყვარული და საოცრად სტანჯავს, რომ ნაკლებ ჰგავს იმას, ვინც უნდოდა ყოფილიყო. თუ ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს თქვენთვის ძვირფასი და საყვარელი, ჩვენი მეგობრობა მტკიცე იქნება უკუნითი უკუნისამდე, რადგან მე ვარ ეს კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)