იცით თუ არა, რომ?!
1. სახელოვანმა რუსმა ლიტერატორმა – ივანე ტურგენევმა გენიალურ თანამემამულე მწერალს – თედორე დოსტოევსკის – „რუსი მარკიზ დე სადი” უწოდა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებული სამეფოს მმართველი დედოფალი – ელისაბედ II თითქმის არასოდეს იკვებება კარტოფილით (ისევე როგორც სუპით). ამის მიზეზი გახლავთ კარტოფილის შემადგენლობაში შემავალი – სახამებელი, რომელიც თავისი რაციონიდან ამოღებული აქვს დედოფალს.
* * *
3. სახელგანთქმული მექსიკელი მხატვარი ქალი – ფრიდა კალო ბავშვობის ხანაში არა მხოლოდ მეამბოხე სულით, არამედ თავხედობითაც გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ფრიდა ხშირად აწყობდა დებოშებს, არ ემორჩილებოდა სასწავლებლის შიდაგანაწესს და ყოველი ჩხუბის ჟამს გამოიყენებდა უცენზურო სიტყვებს.
* * *
4. გენიალური ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი თავის უკვდავ ქმნილებებზე მხოლოდ და მხოლოდ ღამის საათებში მუშაობდა, რადგან მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს იყო საუკეთესო დრო ტექსტის დასაწერად. მუშაობის დაწყების წინ ბალზაკი კაბინეტში რატომღაც ყოველთვის ექვს სანთელს ანთებდა.
* * *
5. ამერიკაში მოღვაწე ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მწერალი – ვლადიმერ ნაბოკოვი ერთობ მწყრალად იყო განწყობილი ისეთი გენიალური ლიტერატორების შემოქმედებათა მიმართ, როგორებიც იყვნენ – თედორე დოსტოევსკი, თომას მანი და უილიამ ფოლკნერი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლეგენდად ქცეული ამერიკელი ლიდერი – მარტინ ლუთერ კინგი პირველი აფროამერიკელი ადამიანი გახდა ქვეყნის ისტორიაში, რომლის დაბადების დღეს აშშ-ის ხელისუფლებამ – „ეროვნული დღესასწაულის” სტატუსი მიენიჭა.
* * *
7. მამაკაცის ევროპული ქუდი, რომელსაც – „ცილინდრს” ვუწოდებთ, პირველად დამზადებული იქნა 1797 წელს ქუდების ინგლისელი მოვაჭრის – ჯონ ჰეტერინგტონის მიერ. თავდაპირველად მას თახვის ბეწვისაგან ამზადებდნენ, რის გამოც „ცილინდრის” ფასი მაღალი იყო.
* * *
8. „ნობელის პრემიით” ნობელიანტების დაჯილდოვების შემდეგ გამართულ საზეიმო ბანკეტზე ყოველწლიურად იცვლება მენიუ. ერთადერთი, რაც მენიუში შეუცვლელია, დესერტი – ნაყინია.
* * *
9. ძველ ეგვიპტეში – კომბოსტოსაგან დამზადებული კერძი დელიკატესად იყო მიჩნეული და მას მხოლოდ და მხოლოდ ფარაონების სუფრაზე ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული.
* * *
10. პირველი მამონტები ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 4 – 5 მილიონი წლის წინათ გამოჩნდნენ. მათი უკანასკნელი წარმომადგენლები ვრანგელის კუნძულზე იყვნენ გავრცელებულნი, თუმცა ისინიც დაახლოებით 4 000 წლის წინ გადაშენდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)