ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი – ალექსანდრე დიუმა (1802-1870 წლები), ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებზე მუშაობის დროს, ყოველთვის სხვადასხვა ფერის ფურცლებს იყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ლექსებს – ყვითელი შეფერილობის მქონე ფურცლებზე წერდა, პროზაულ ნაწარმობებს მხოლოდ და მხოლოდ – ცისფერზე, საგაზეთო სტატიებს კი – ვარდისფერ ფურცლებზე. ერთხელ, მორიგი მოგზაურობის ჟამს, ალექსანდრეს ცისფერი ფერის ფურცლები შემოელია, რის გამოც იგი იძულებული გახდა ნაცრისფერ ფურცლებზე დაეწერა. მოგვიანებით დიუმამ ერთმნიშვნელოვნად შენიშნა, რომ მისი შემოქმედება ზემოაღნიშნულმა გარემოებამ ერთობ სერიოზულად დააზარალა. – (ავტორი გენია.ჯი)