მშვილდოსნები – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტანელი მონარქები იმთავითვე დიდ პატივს სცემდნენ კარგ მშვილდოსნებს. ამიტომაც მოუწოდებდნენ ისინი თავიანთ ქვეშევრდომებს, რომ სათანადოდ დაუფლებოდნენ მშვილდით ისრის სროლის ხელოვნებას. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე – ჯეიმზ II, მისი წინამორბედი ბრიტანელი მონარქების მსგავსად, სათანადოდ აფასებდა კარგ მშვილდოსნებს და ცდილობდა, თავის სამეფოში მაქსიმალურად გაეზარდა პროფესიონალი მშვილდოსნების რაოდენობა. სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი 1457 წელს გამოცემული მეფის მეტად უჩვეულო ბრძანებისა. იმ ბრძანებისა, რომლის თანახმადაც შოტლანდიელებს ოფიციალურად აეკრძალათ – გოლფის თამაში. ჯეიმზის მოსაზრებით, გოლფის თამაში დიდ თავისუფალ დროს აკარგვინებდა შოტლანდიელ მამაკაცებს, ამიტომ ეს გასართობი საშუალება უფრო სასარგებლო საქმიანობით – მშვილდით ისრის სროლაში ვარჯიშით უნდა ჩანაცვლებულიყო, რაც განახორციელა კიდეც. დღეისათვის, გაერთიანებული სამეფოს გვარდიის შემადგენლობაში შედის შოტლანდიელ მშვილდოსანთა სპეციალური ბრიგადა, რომელიც მონარქს შოტლანდიაში ვიზიტის პერიოდში იცავს. – (ავტორი გენია.ჯი)