იოჰან გოტფრიდ ჰერდერი – „ეპიზოდი”

დიდი გერმანელი მწერალი, თეოლოგი და კულტურის ისტორიკოსი - იოჰან გოტფრიდ ჰერდერი (1744-1803 წლები), ოჯახურ გარემოცვაში კარჩაკეტილად ცხოვრებას ანიჭებდა უპირატესობას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მეტად რთული ხასიათის მქონე კაცს, თავისი ახირებული ხასიათის გამო ხშირად მოდიოდა კონფლიქტი მეუღლესთან – კაროლინა ფლაკსლანდთან. ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ჩხუბი მხოლოდ მას შემდეგ სრულდებოდა, როდესაც კაროლინა თავისი მეუღლის ნაწარმოებებიდან დაიწყებდა ციტატების წარმოთქმას. განსაკუთრებულ შემთხვევებში კაროლინა იოჰანის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან ამოღებულ ციტატებს ასრულებდა შემდეგი ფრაზით – „ვინც ეს დაწერა, ღმერთია, ღმერთზე გაბრაზება კი არ შეიძლებაო”. – ეს სიტყვები მწერალს, რაოდენ გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო კაროლინაზე, გულზე მალამოსავის ედებოდა. ცოლზე გამწყრალი ჰერდერის გულის მოგებას და მის შერიგებას მეუღლე სწორედ რომ ასეთი უჩვეულო მეთოდით ანხორციელებდა წლების განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>