ფრაზეოლოგია „ღალატის” შესახებ…
„ზურგში ჩაცემული ლახვრის სიღრმესა და დიამეტრს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის, თუ ვის ეკავა ხელში ლახვარი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არასოდეს ეცადოთ იმ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელებას, რომელმაც – გიღალატათ, მიგატოვათ! თვით მგლებიც კი, თავიანთი ხროვიდან უცილობლად აძევებენ მოღალატეებს”.
* * *
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც ხანგრძლივად განაგრძობენ სიცოცხლეს ჩვენს გულებში თავიანთი ერთგულების გამო. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ჩვენს გულებში კვდებიან ჯერ კიდევ მათივე სიცოცხლის ჟამს – ორგულობის გამო
* * *
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაბრუნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც გიღალატეს. არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეთ იმ ადგილებში, სადაც გაგცეს და გაგყიდეს. მოღალატეები არ იცვლებიან”. – ჟან რენო
* * *
„ყველაფრის ცარიელი ფურცლიდან დაწყება არ გამოდის, რადგან მოღალატეს მთელი რვეული აქვს უკვე დასვრილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოღალატენო! ნუ ართმევთ ადამიანებს სულს და ნუ უბინძურებთ მათ მომავალს!”
* * *
„როდესაც ადამიანს პირველად ღალატობენ – ეს არის მის მიმართ გაკეთებული საკონტროლო გასროლა, რომელიც ადგილზევე ჰკლავს. როდესაც მეორედ ღალატობენ, ის უკვე ვერაფერს გრძნობს, რადგან პირველი ღალატის დროს უკვე მოკვდა”.
* * *
„მტრები ვერ გიღალატებენ. გღალატობენ – შინაურები!”
* * *
„ცოლის ღალატით განადგურებული და შეურაცხყოფილი ქმრის ზურგზე იარები მაშინაც კი სჩანს, როდესაც იგი შემოსილია”.
* * *
„ყველაზე დიდი ბოროტება – ღალატია. არასოდეს გაყიდოთ ადამიანი, რომელიც გენდობათ!” – (ავტორი გენია.ჯი)