„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბინძურ ტალახში რომ სახით წაიქცევი, მერე აზრი არა აქვს მტკიცებას, ის ტალახი სამკურნალო იყოო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ვცხოვრობ მათთვის, ვისაც ვჭირდები. ვმეგობრობ მათთან, ვის ნდობაშიც დარწმუნებული ვარ. ვურთიერთობ მათთან, ვისთანაც სასიამოვნოა ურთიერთობა… და მადლობელი ვარ მათი, ვინც მაფასებს”.

* * *

„ახალი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ძველი ცხოვრებიდან აღარავისთვის და აღარაფრისთვის რჩება გულში ადგილი”.

* * *

„ცხოვრება მანამ უნდა მოიწყო საკუთარი გემოვნებით, სანამ თავად ცხოვრება მოგაწყობდეს მისი გემოვნებით”.

* * *

„მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ და გამილამაზეს იგი. თუმცა, მადლობა იმ ადამიანებსაც, რომლებიც გავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან და ამით ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გაალამაზეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როდესაც გატეხილის გამრთელებას წებო არ შველის – ლურსმანი უნდა გამოიყენო”.

* * *

„ბედნიერება ისაა, როდესაც სახლში, საწოლსა და გონებაში – ერთი და იგივე ადამიანი გყავს”.

* * *

„ყოველთვის მიეცი ადამიანებს მეორე შანსი და არასოდეს მესამე”.

* * *

„არანაირი აზრი არა აქვს თვითკმაყოფილი ირმის სახით წარდგომას, როდესაც ჩვეულებრივი თხა ხარ!”

* *

„სწორედ მაშინ არის რთული სიტყვის თქმა მაშინ, როდესაც ბევრი რამ გაქვს სათქმელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>