“მედიჩის პრემია”

“მედიჩის პრემია” - გახლავთ ფრანგული ლიტერატურული ჯილდო,რომელიც დაარსებულ იქნა 1958 წელს,დიდი ფრანგი დრამატურგის,მწერლისა და პროზაიკოსის ჟან-პიერ ჟიროდუს მიერ.აღნიშნული ლიტერატურული პრემია ჟანმა მას შემდეგ დააფუძნა,რაც  გონკურის პრემიისა და საფრანგეთის გრანდ-პრის ლიტერაურულმა წრეებმა,არც ერთი ავანგარდული სტილის ლიტერატორი არ დააჯილდოეს.ასეთ გადაწყვეტილებას კი ჟიროდუ მიუღებლად და უსამართლოდ მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს იყო საფუძველი მისი დაარსებისა.”მედიჩის პრემია” თავდაპირველად აჯილდოებდა “ახალი რომანის” სკოლის წარმომადნელ მწერლებს (ლიტერატურული მიმართულება ფრანგულ პროზაში 1940-1960 წლებში).მოგვიანებით კი დასაჯილდოებელ მწერალთა წრე გაიზარდა,თუმცა დაჯილდოების ცერემონია უცვლელი დარჩა.შესაბამისად “მედიჩის პრემია” გადაეცემა:  ”ავტორებს,ისეთი რომანებისა და თხზულებებისა,რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობები არიან,მაგრამ გამოირჩევიან დიდი სამწერლო ტალანტითა და ორიგინალურობით”.1970 წლიდან იგი გადაეცემა საუკეთესო უცხოური ნაწარმოებების ავტორებს,ხოლო 1985 წლიდან კი საუკეთესო ესეების ავტორებსაც. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პრემია მინიჭებული აქვთ: კლოდ მორიაკს,ფილიპ სოლერს,დომინიკ ფერნანდესს,ჟან ეშნოზსა და სხვა მწერლებს.”მედიჩის პრემია,წლიდან-წლამდე კიდევ უფრო დიდი ლიტერატურული დატვირთვისა და პრესტიჟული სახეობის პრემია ხდება,არა მარტო ფრანგულ ლიტერატურულ წრეებში,არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც კი. (ავტორი გენია.ჯი)